ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება - დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები ათონელის რეზიდენციიდან

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება - დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები ათონელის რეზიდენციიდან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გიტანას ნაუსედა დღესვე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

"როდესაც გახლდით პარლამენტის წევრი, მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი" - თეა წულუკიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კიევში - დახვედრის როგორი ცერემონია მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში