ავტორი:

"შეხვედრისას არ ჩაგეძინოს და გთხოვ, გადაეცი მას ჩემი გულთბილი მოკითხვა" - ტრამპის მიმართვა ბაიდენს პუტინთან შეხვედრამდე

"შეხვედრისას არ ჩაგეძინოს და გთხოვ, გადაეცი მას ჩემი გულთბილი მოკითხვა" - ტრამპის მიმართვა ბაიდენს პუტინთან შეხვედრამდე

აშშ-ის ყოფილი პრეზიენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას წარმატებას უსურვებს და რჩევებსაც აძლევს.

"წარმატებები ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში - შეხვედრისას არ ჩაგეძინოს და გთხოვ, გადაეცი მას ჩემი გულთბილი მოკითხვა“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში (წყარო).

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 მაისს, ჟენევაში გაიმართება. ექსპერტები ორი ქვეყნის პირველ პირს შორის მწვავე საუბარს პროგნოზირებენ. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხება მსოფლიოს ბირთვულ სტაბილურობას, რეგიონულ კონფლიქტებს, უკრაინის საკითხს, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს, ამერიკის დაზვერვის სამსახურზე და სხვა სახელმწიფო უწყებებზე რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებს.

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი