ავტორი:

კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

ყველაზე მნიშვნელოვანი და არაგანახლებადი რესურსი, რომელსაც ვხარჯავთ - დროა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ყოველდღიურად უსარგებლო და ხანდახან გამაღიზიანებელ ყოფით საკითხებზე დახარჯული ეს უძვირფასესი რესურსი, შეიძლება უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ.

ამის შესახებ ცნობილი მენეჯერები და მენტორები წიგნებს წერენ, შემდეგ ჩვენ მათ მეთოდებს ვკითხულობთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას ვცდილობთ. მნიშვნელობა არ აქვს შემოსავლის რაოდენობასა და სამუშაო გრაფიკს, დაზოგვა ნებისმიერ შემთხვევაში ჭკვიანურია და მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს.

მაგალითად, რიგ შემთხვევებში სხვადასხვა მარკეტში ერთსა და იმავე საკვებ პროდუქტებზე ფასები განსხვავდება და შედარებას ყველაზე ძვირფასის - დროის რესურსის დახარჯვა სჭირდება. ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ იქ შევიძინოთ ყველაფერი, სადაც ვიცით, რომ აუცილებლად დაბალ ფასად შემოგვთავაზებენ. ასეთი სუპერმარკეტების ქსელი არის „2 ნაბიჯი“, რომელიც დაზოგვის ტრენდს მიჰყვება. ერთი და იგივე გემოვნური თვისებებისა და ხარისხის პროდუქტში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე ის რეალურად ღირს, ფინანსური რესურსის არასწორად გამოყენებას ნიშნავს. დაზოგვის ტრენდის გათვალისწინებით, მაღაზიათა ქსელმა „2 ნაბიჯმა“, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა მომხმარებლისთვის დროის და ფინანსური რესურსის დაზოგვის ეფექტური საშუალება, საკუთარი სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული ბრენდი - „ზოგე“ შეეთავაზებინა.

რა არის „ზოგე“, რატომ შეიქმნა ის და რა უპირატესობები აქვს მას?

ჩვენს ქვეყანაში ასაწონი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ ჰიგიენის ნორმების უმკაცრესად დაცვა იმდენად აუცილებელი გახადა, რომ მისი შეძენის პროცესი ერთგვარ საფრთხეს ქმნის. ამასთან, მომხმარებლებს უწევთ პროდუქციის ასაწონად რიგში დგომა, რაც ასევე პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს და დროსაც გვაკარგინებს. ამასთან, თანამშრომელთა შრომის გამარტივება „2 ნაბიჯის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, „ზოგეს“ ბრენდი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ზოგე“ ყველა იმ პროდუქციას მოიცავს, რომელიც „2 ნაბიჯში“ მანამდე წონით იყიდებოდა: ფქვილი, შაქარი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული, მაკარონის სხვადასხვა სახეობა, სიმინდის ფქვილი, სიმინდის ღერღილი და ლობიო, მოგვიანებით „ზოგეს“ ბრენდს დაემატა კვერცხის წარმოება. „ზოგეს“ პროდუქცია უკვე ყველასათვის ნაცნობი და სანდო ხარისხია, მხოლოდ გამარტივებულ შეფუთვაში. ნამდვილად არ ღირს ერთსა და იმავე პროდუქტში მეტის გადახდა მხოლოდ ძვირიანი შეფუთვის გამო.

დაზოგვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს დაგროვების ბარათები, რომელიც პერიოდულად დაგეხმარება გარკვეული პროდუქტები ქულებით შეიძინო, რაც ერთგვარი მოტივატორი და წამახალისებელია, რომ სწორად ხარჯო შენი დრო და ფინანსები.

ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის დროისა და ფულის დაზოგვა რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი - დაზოგილი დროის უფრო ეფექტურად გამოყენება არის შესაძლებელი, დაზოგილი თანხა კი შეგიძლია კრიტიკულ სიტუაციაში გამოიყენო, ან სულაც დასვენებისთვის, ახალი ნივთის შესაძენად ან სხვა საჭიროებისთვის დახარჯო. ფინანსების დაზოგვა მეტი დაცულობისა და თავისუფლების შეგრძნებას გაძლევს.

ბევრ ჩვენგანს დაზოგვა, ყოველთვიური ხელფასიდან ან დივიდენდიდან მსხვილი თანხის გადადება წარმოუდგენია, თუმცა ეს ასე არ არის, ამაში ზოგიერთი ჭკვიანური საბანკო სერვისიც გვარწმუნებს, მაგალითად ე.წ. ყულაბა, რომლის პირობების თანახმადაც, ყოველი ტრანზაქციისას გარკვეული ოდენობის თანხის გადადებას ვახერხებთ, თანაც სარგებელი გვერიცხება, საბოლოოდ კი შეიძლება საკმაოდ სოლიდური თანხაც დავაგროვოთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფინანსების და დროის დაზოგვის სხვადასხვა მეთოდის დანერგვა, საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება.

R

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

5 ნივთი თქვენს მაგიდაზე, რომელიც სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულს გახდის