ავტორი:

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ონლაინ თარგმნის სერვისით

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ონლაინ თარგმნის სერვისით

დიდი თუ პატარა კომპანიები, მცირე თუ დიდი საწარმოები, იურიდიული თუ საჯარო პირები − ჩვენს დროში ამა თუ იმ დოკუმენტის თარგმნა ყველას სჭირდება. ერთი ენიდან მეორეზე ინფორმაციის გადატანა არა მხოლოდ კონკრეტული სიტყვების თარგმნას გულისხმობს, არამედ იმ აზრის სრულყოფილად გადაცემას, რომელიც ორიგინალ ტექსტშია მოცემული.

მნიშვნელობა არ აქვს, რა მოცულობისა თუ შინაარსის არის ტექსტი. თარგმნის დროს ყოველი სიტყვა გადამწყვეტია და ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ამიტომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამა თუ იმ უცხო ენის ცოდნით თავს იწონებენ, პროფესიონალი თარჯიმნის მომსახურებას ანიჭებენ უპირატესობას.

პროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმანი აღჭურვილია სხვადასხვა სფეროს (იურიდიული, სამედიცინო, ეკონომიკური თუ სხვ.) ტერმინოლოგიის სრულყოფილი ცოდნით და ზედმიწევნითი სიზუსტით მოკლე დროში თარგმნის ნებისმიერი სირთულის დოკუმენტს.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს თარჯიმნის დისტანციურ მომსახურებას, რათა სწრაფად და მარტივად მიიღოს სასურველი თარგმანი. პროფესიონალი თარჯიმნების მომსახურებასა და საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმების საშუალებას სთავაზობს მომხმარებლებს online.translate.ge - პლატფორმა, სადაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი სასურველი დოკუმენტის თარგმანის შეკვეთა.

თარჯიმნის დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს. ამჯერად ჩვენ 3 მთავარ მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა მიანდოთ ნებისმიერი დოკუმენტის თარგმნა online.translate.ge-ის პროფესიონალ თარჯიმნებს.

1. მაღალი ხარისხის თარგმანი გარანტირებულია

რომელიმე უცხო ენის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თარჯიმნობა შეუძლია. პროფესიონალ თარჯიმანს არა მხოლოდ საკუთარი და უცხოური ენის სრულყოფილი ცოდნა, არამედ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

online.translate.ge-ის გუნდი სწორედ ასეთი, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი თარჯიმნებით არის დაკომპლექტებული, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სირთულისა თუ შინაარსის სრულყოფილი ტექსტის თარგმანი მიიღოთ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად, თანაც ცხრა ყველაზე მოთხოვნად ენაზე. ესენია: ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, ესპანური, ფრანგული, უკრაინული, გერმანული და ჩინური.

2. დისტანციური მომსახურება უფრო ეკონომიურია

როდესაც დისტანციური თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობთ, ზოგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს. აღარ გჭირდებათ ნაცნობებთან თუ საძიებო სისტემებში თარჯიმნის ოფისის მოძიება. რამდენიმე წუთში online.translate.ge-ის საიტზე ატვირთავთ სასურველ დოკუმენტს. იგი პირდაპირ თარჯიმანს გაეგზავნება, რომელიც მყისიერად დაიწყებს სამუშაოს შესრულებას.

დისტანციური თარჯიმნის მომსახურებით თავიდან ირიდებთ სახლისა თუ ოფისის დატოვებას და დიდ რიგში დგომას. შედეგად, ზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსებაც. ნებისმიერი მომსახურება ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, როდესაც მას აუთსორსული კომპანია ასრულებს, ვიდრე სპეციალურად დაქირავებული თარჯიმნების ჯგუფი ან თუნდაც ერთი თანამშრომელი.

3. სასურველ ტექსტს ნოტარიულადაც დაგიმოწმებენ

ნებისმიერი დისტანციური მომსახურების მთავარი სარგებელი ის არის, რომ მომხმარებელს დრო მინიმალურად უნდა დაეხარჯოს. მართლაც, თუკი ამა თუ იმ დოკუმენტის არა მხოლოდ თარგმნა, არამედ მისი ნოტარიულად დამოწმებაც გჭირდებათ, ცალკე ნოტარიუსის ძებნა აღარ დაგჭირდებათ.

online.translate.ge-ის საიტზე ტექსტის ატვირთვის შემდეგ შეგიძლიათ სპეციალური ველი მონიშნოთ და მიუთითოთ, რომ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაც გსურთ. ამდენად, ორი სახის მომსახურებას რამდენიმე წუთში, ერთი და იმავე საიტიდან, სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად შეუკვეთავთ. გარდა ამისა, ანგარიშსწორებაც დისტანციურად არის შესაძლებელი და დოკუმენტს კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

ამ სამი ძირითადი მიზეზის გამო online.translate.ge მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მომხმარებლებში დიდი ნდობით სარგებლობს. ასე რომ, თუკი რაიმე დოკუმენტის თარგმნა გჭირდებათ, უკვე იცით, ვისაც უნდა მიმართოთ.

Online.translate.ge - შენი ონლაინ თარჯიმანი!

რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად

კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროისა და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად