ავტორი:

"ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ" - გიორგი ვაშაძე

"ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ" - გიორგი ვაშაძე

"ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ურჩია ლიეტუვას პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას პოლიტიკური კინკლაობის დასრულება და ოკუპაციის პრობლემაზე ერთობლივად ზრუნვა.

ვაშაძის თქმით, თუ "ქოც-ნაცური დაპირისპირება" არ დასრულდება, მუდმივად უსაგნო კამათს ექნება ადგილი, მათ შორის, პარლამენტშიც.

"ლიეტუვის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხით. რაც შეეხება იმას, თუ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მე გეტყვით -"ქოც-ნაცური დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება, სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც, პარლამენტის დარბაზში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ პირობებში, როგორიც არის "სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. " თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება,"- აღნიშნა მან.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი