ავტორი:

"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

"მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს ყვებიან.

"დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.

ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიციური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან.

ჩვენ ვაკვირდებით პროცესს გარედან, ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება და ჩვენ ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ჩავერიოთ.

მიუხედავად იმისა რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

"ხალხს ბავშვთა სახლი წარმოუდგინეს "კონცლაგერად", სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ - ამხელა შრომის არაფრად ქცევა, უმადურობაა" - რას ამბობს დეკანოზი მეუფე სპირიდონის პანსიონიდან წასვლაზე

"ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა - "მოხდა ისე, რომ მეუფე სპირიდონი საკუთარი ნებით წავიდა"