ავტორი:

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

კრწანისის ქუჩაზე, ნიუ-ჰოსპიტათან ძლიერი ავარიაა. ადგილიდან კადრებს დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.

"წარმოუდგენელი ავარია მოხდა, ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. როგორც ჩანს, დაღმართზე ვერ შეიკავა მუხრუჭი და ეზოში გადმოვარდა" - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე ვიდეოში.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

AMBEBI.GE დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავარია გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ექიმი

როგორია წერეთელზე, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა