ავტორი:

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"13 ივნისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ.

6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდით დადგომოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა“,-განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით რიგი პროექტები განხორციელდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაო ჩატარდა, რასაც ექსპერტები მიუთითებდნენ.

"დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, რითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ხეობაში 2 ცხაული, რომელიც არის შემაკავებელი, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ განმეორდება ანალოგიური შემთხვევა, ეს იქნება შემაკავებელი. გარდა ამისა, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერეს ხეობის გასამაგრებლად. ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული ადგილები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც იყო მითითებული ექსპერტების მხრიდან, ყველა სამუშაო განხორციელდა“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი