ავტორი:

ვაშინგტონში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მარიხუანას შესთავაზებენ - იმედოვნებენ, რომ ეს აცრებს უფრო მასშტაბურს გახდის

ვაშინგტონში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მარიხუანას შესთავაზებენ - იმედოვნებენ, რომ ეს აცრებს უფრო მასშტაბურს გახდის

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში მას, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, მარიხუანას უფასოდ შესთავაზებენ. ამერიკელები თვლიან, რომ ეს ქმედება კორონავირუსის ვაქცინაციას უფრო მასშტაბურს გახდის და პანდემიასთან ბრძოლას ხელს შეუწყობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული ნებართვა უკვე ოფიციალურად გასცეს. მარიხუანას აცრის შემდეგ ვაშინგტონის ზრდასრულ მოსახლეობას შესთავაზებენ, კონკრეტულად კი, 21 წელს ძემოთ ასაკის ადამიანებს.

აღნიშნული შეთავაზება უკვე მოქმედებს და 12 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც CNN წერს, სხვადასხვა შტატი მოქალაქეებს სხვადასხვა წამახალისებელ აქციას სთავაზობს ვაქცინის მიღების შემდეგ. მაგალითად, ბეისბოლის მატჩების ბილეთებს. მიზანი კი ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა და რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანის იმუნიზაციაა.

ბოლო მონაცემებით, ვაშინგტონის შტატის მოსახლეობის 48,7% არის სრულად ვაქცინირებული, მიზანია, რომ მოსახლეობის მინიმუმ 70% აიცრას.