ავტორი:

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს. დაკავება აქციაზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა პოლიციის კორდონი გაარღვია და „სირცხვილიას“ აქტივისტების ბანერი დახია.

შეგახსენებთ, პარლამენტთან პარალელურ რეჟიმში ორი აქცია იმართება.

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია „მოძრაობა სირცხვილიამ“ აქციის ჩატარება დაანონსა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებს, თუმცა, მათ გამოჩენამდე ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ "ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ". გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პარლამენტის შენობასთან შემდეგი შინაარსის ბანერებით იმყოფებიან: "გადადგეს ლგბტ ზონდერი ნინო ლომჯარია", "შორს სოდომისტების ბინძური ხელები ბავშვებისგან". „სირხცვილიას“ აქციაზე კი, აქტივისტები ითხოვენ, დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში გამოიყვანონ ყელა ბავშვი თავშესაფრიდან და დაიხუროს ყველა დიდი ზომის თავშესაფარი. ისინი 1- ელ ივნისს შემუშავებულ პეტიციას სიმბოლურად პარლამენტთან დატოვებენ.

რუსთავში გოგონებმა მამაკაცის გამო იჩხუბეს - დაზიანებულია მამაკაცის მანქანა

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა