ავტორი:

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში "სტუმრად ნოესთან", ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძის თქმით, გახარიას გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პირადად მისთვის მოსაწონი არ იყო.

"გადაწყვეტილება არ მოვუწონე, პირადად ჩემთვის ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და არ იყო ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი, ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში... ანუ, როდესაც ყველას ერთი მოსაზრება ჰქონდა და მოსაზრება იყო ძალიან მარტივი - სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ - თუ დანაშაულს სჩადიხარ, კანონმა უნდა იმოქმედოს და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, დამაზიანებელი იყო მისთვის.

საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა კალაძემ.

კითხვას - გახარიას წასვლა "ქართული ოცნებისთვის" დანაკლისია? კალაძე ასე პასუხობს:

"ცხადია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკოსი. მე როგორც გუნდის წევრს, რა თქმა უნდა, გული დამწყდა, როდესაც ასეთმა რეიტინგულმა ფიგურამ დატოვა გუნდი. როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს გუნდზეც აისახება", - ამბობს კახა კალაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"