ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე "რუსთავი 2“-ის გადაცემა "ექიმებში“ თავისი დის, სოფოს უკანასკნელ დღეებს იხსენებს და ჰყვება იმ გართულებებზე, რაც პოსტკოვიდურ ეტაპს ახლდა თან. ნინოს თქმით, მისი და კორონავირუსით მეორედაც დაინფიცირდა, რასაც ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

"ძალიან უცნაურად დაიწყო სოფოს კოვიდ ისტორია. არ ვიცოდით რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯერ ფეხი ატკივდა. მივხედეთ ფეხს. მერე რაღაც ინსულტივით ჰქონდა, მეტყველება აერია. წავედით ნევროლოგთან. სოფომ ძალიან დაიკლო წონაში და თქვა, რომ ლავიწის ძვლები მაქვს არეულიო. ხუმრობდა, მგონი, თავიდან ვსწავლობ ჩემს ორგანიზმსო. წავიდა, რენდგენი გადაიღო ამის გამო. რენდგენი რომ გადაიღო, იქ უთხრეს, რომ მგონი, ფილტში გაქვსო პრობლემა.

მერე გადაიღო კატე და კატეზე როგორც კი ექიმმა შეხედა, უთხრა, რომ შენ კოვიდი გაქვს, ან გადატანილი გაქვსო. რეალურად პოსტ კოვიდ პერიოდში გავიგეთ, რომ მან გადაიტანა კოვიდი იმიტომ, რომ მერე სისხლში ჰქონდა ანტისხეულები. ასე დაიწყო ჩვენი პოსტკოვიდ ჯოჯოხეთი.

დროთა განმავლობაში გაძლიერდა ხველა, მერე ქოშინი დაიწყო და სასწრაფოდ დავაწვინეთ საავადმყოფოში. 21 დღე ფაქტობრივად ვიბრძოდით გადარჩენისთვის. ძალიან ცუდად ყოფილა, აი, დაურეკია და უტირია, აღარ შემიძლია, დავიღალე, მაგრამ ხუთ წუთში დამირეკავდა ხოლმე, არ ინერვიულო, კარგად ვარ, უკვე ჩავისუნთქე...

ეს ყოფილა ჯოჯოხეთიო რა, ძალიან მძიმე ბრძოლაო, მაგრამ ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხოო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო. ყველა ანალიზი თითქოს წესრიგში იყო... პლაზმაც კი გადაუსხეს, ანუ ძალიან ბევრი საშუალება იყო გამოყენებული... გვეგონა რომ გადავრჩით, დღე დღეზე უნდა გამოეწერათ და... კლინიკაში შეეყარა მეორე კოვიდი. აი, მანდ უკვე მივხვდით, რომ ვერ გადავრჩებოდით... ვერ ვინელებ ამ მეორე კოვიდს.

იმდენი ვიბრძოლეთ, იმდენი ვიბრძოლეთ... გავდიოდით უკვე ფინალში, ფაქტობრივად უკვე უნდა გამოეწერათ. ისე დამძიმდა ფილტვები. სასწრაფოდ გადავიყვანეთ რესპუბლიკურში, ემერჯენსიში შეიყვანეს და ერთ დღეს რომ 18-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, მეორე დღეს 20 ჰქონდა და მესამე დღეს - 24. დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა. დარწმუნებული იყო მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა იმიტომ, რომ დიაბეტი ჰქონდა ჩემს დას. სამწუხაროდ, ორ კოვიდს უკვე ვეღარ მოერია.

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან