ავტორი:

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მიმართავს და წერს:

"Irakli Garibashvili, 2012 წელს, როდესაც შსს მინისტრი იყავი, სურამში, ჩემი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეთ. ჩხრეკის შედეგად, მე რომ ბავშვობაში მაჩუქეს, ის კისტის თოფი წაიღეთ. იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე... ჰოდა, ამხელა კაცი ხარ, არ გიტყდება მაინც? ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!"