ავტორი:

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილთან - ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე (სანდრო) კახაბრიშვილი ჰყავს.

2021 წლის 20 მაისს რეჟისორი კახა კახაბრიშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი ქმრის გარდაცვალებას გვერდწითელი სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ასე გამოეხმაურა:

“წავიდა კახა კახაბრიშვილი - საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში...“

პატარა სანდრო მშობლებთან ერთად

მომღერლის მეორე ქმარი - დიმიტრი აზერბაიჯანელი გახლდათ, მათ ერთმანეთი ამერიკაში გასტროლის დროს გაიცნეს. ერთად ორი წელი გაატარეს, ერთ დღეს კი მოსკოვში მყოფ თამარს, შუაღამეს დაურეკეს და უთხრეს, რომ დიმიტრი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

წლების შემდეგ გვერდწითელის მესამე ქმარი კარდიოქირურგი სერგეი ამბატიელო გახდა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი 2005 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. მედიაში წერდნენ, რომ ქმარი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა და მომღერალს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა.

სწორედ ეს ქორწინება გახდა მიზეზი, რომ გვერდწითელმა მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარი შეწყვიტა. მოგვიანებით ამ ურთიერთობას შეცდომაც კი უწოდა.

"მე, დაკარგული სიყვარულის ტანჯვაით გამოწვეულ მარტოხელობას მინდოდა გავქცეოდი და დიდი შეცდომა დავუშვი. შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით. მე არ ვახსენებ მის სახელს და არც მსურს ვისაუბრო ჩვენს ურთიერთობებზე ან მიზეზებზე, თუ რატომ დავშორდით ერთმანეთს. ყველა ახსნა იქნება კონკრეტული. მთავარია ის, რომ მან ვერც მე გამიგო და ვერც ჩემი გულისტკივილი გაიზიარა ", - ამბობდა მომღერალი.

სამი ქორწინებიდან თამარს ერთადერთი ვაჟი, სანდრო ჰყავს. მისი ცხოვრება ძნელად ხელმისაწვდომია რუსული მედიისთვისაც, რადგან გვერდწითელი იშვიათად ლაპარაკობს როგორც საკუთარ, ასევე ვაჟის ცხოვრებაზე. დედა-შვილის საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში ძნელად იძებნება.

პირველი მეუღლე კახა კახაბრიშვილი თამარ გვერდწითელზე 15 წლით უფროსი გახლდათ. მათი ქორწინების შესახებ წლების შემდეგაც ლაპარაკობდნენ, რადგან ხელმოწერის ცერემონიალს, მაშინ საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერი ედუარდ შევარდნაძესთან ერთად დაესწრო.

კახაბრიშვილი და გვერდწითელის წყვილი ოფიციალურად ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა. მომღერალი უკვე წლები ცხოვრობდა მოსკოვში, შვილთან და დედასთან ერთად, რეჟისორ ქმარს კი სამშობლოსა და საქმის მიტოვება გაუჭირდა.

სანდრო დედასთან მოსკოვში გაიზარდა, როგორც მომღერალი ამბობს, მან მემკვიდრეობით მუსიკალური ნიჭი მიიღო, აქვს ლამაზი ხმა და "კარგი ყური“, ანუ კარგი მუსიკალური სმენა, თუმცა, როგორც ირკვევა, ცნობილი მშობლების შვილისთვის გაუსაძლისია განათებულ სცენაზე დგომა.

"მას მეცნიერებისთვის საჭირო უნარები აქვს, განათლებული, წიგნიერი და ერუდირებული ადამიანია“, - ამბობს მომღერალი ვაჟზე.

როდესაც გვერდწითელმა მეორედ იქორწინა, მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა შტატებში. ამიტომ სანდრომ საშუალო განათლება ბოსტონში მიიღო. სერთიფიკატის მიღების შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში მასმედიისა და კულტურის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს. ის ნაშრომებს წერს, კითხულობს ლექციებს ინგლისურ და რუსულ ენებზე და ჩაფლულია სამეცნიერო საქმიანობაში. როგორც რუსული მედია წერს, ლონდონში სანდრო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს.

"ჩემი აზრით, მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ თვითრეალიზაციაში. რთულია, იყო ცნობილი მხატვრის ან მომღერლის შვილი, ძალიან რთულია. თუ სანდრო მუსიკალურ კარიერას აირჩევდა, მას აუცილებლად შეადარებდნენ დედას. სამეცნიერო სფეროში, როგორც ისტორიკოსს და კულტუროლოგს, მას შეუძლია სრულად გამოხატოს საკუთარი თავი“, - ამბობს თამარ გვერდწითელი.

ამირან გამყრელიძე - ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია,  შეიძლება შევიდეთ მძიმე,  მეოთხე ტალღაში

"პირბადე არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანციაა დაცული" - თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

"ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა" - თამარ გაბუნია