ავტორი:

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

სრაელის გაზეთ "The times of Israel"-ში სათაურით - "საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ლაშა ჟვანია ქართულ-ებრაულ კავშირებსა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ისრაელთან მეგობრული ურთიერთობის ფონზე არსებობს (ავტორი - ლაზარ ბერმანი).გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:

"ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება", - აცხადებს ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში. საქმე ის არის, რომ საქართველოს - დიდ და ძლიერ მეზობლებს - თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ პატარა და მცირემოსახლეობიან ქვეყანას კავკასიის მთებში, ისრაელთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც იყოს. მართლაცდა, გასაოცარია, რომ იერუსალიმში, რომელიც ცნობილია თავისი კათოლიკური, ბერძნული, მართლმადიდებლური და სომხური წმინდა სალოცავებით და, ასევე - მთელ ისრაელში, დღეს არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს.

მაგრამ ფაქტია, რომ ასწლეულების განმავლობაში ქართველებს წმინდა მიწასთან აქტიური კავშირები ჰქონდათ და უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ისინი დომინირებდნენ კიდეც. ქართველმა ბერებმა და დიდებულებმა აქ ათობით ეკლესია ააგეს და ამით შემოინახეს ქრისტიანობის წმინდა ადგილები. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დასუსტება, ბუნებრივია, წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სალოცავებზეც ახდენდა გავლენას. მოვიდა დრო, როცა ქართული ეკლესია-მონასტრები სხვა, უფრო ძლიერი რელიგიური საზოგადოებების ხელში აღმოჩნდა, შესაბამისად, ვანდალურად წაიშალა ქართული წარწერები და ფრესკები, რაც, შეიძლება ითქვას, დღემდე გრძელდება", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. გააგრძელეთ კითხვა

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"დღეს განსაკუთრებული დღეა!" - თბილისში ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა