ავტორი:

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

დღეიდან "რუსთავი 2"-ის ახალ სატელევიზიო სეზონში "კურიერს", ძველ წამყვანებთან ერთად, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს. სანდროსთან ერთად საინფორმაციო გამოშვების კიდევ ერთი ახალი სახე ავთო გვასალია იქნება.

"ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის, გავაგრძელო "რუსთავი 2"-ის ისტორია. ვიჯდე "კურიერის" ეთერში და მაყურებელს გავაცნო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები", - ასე მიმართა სანდრო სანაიამ მაყურებელს "კურიერის" წამყვანის რანგში.

როგორც სანდრო აღნიშნავს, "კურიერის" წამყვანობაზე დიდი ხანი ოცნებობდა და კითხვაზე, რას ურჩევდა მამამისი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე პასუხობს:

"შეიძლება ეთქვა არ გინდაო, ან მიდი როგორც შენ გინდაო. ორი პასუხი არსებობს - ან კი, ან არა. თუმცა მე მაინც იმას ვიზამდი, როგორც მე მივიჩნევდი სწორად. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ უკვე და იმედი მაქვს, რომ მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგი სანაიას მიმართ", - აღნიშნა სანდრო სანაიამ.

დღემდე სანდრო სანაია სამი წლის განმავლობაში წამყვანად მუშაობდა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დილა უქმეებზე", სადაც პირდაპირ ეთერში მუშაობის კარგი გამოცდილება მიიღო.

"დღეიდან "კურიერი" ეთერში ახალი ფორმატით გავა; 12,15,18 და 21 საათიან გამოშვებას წყვილი წამყვანები წაიყვანენ. 12 საათზე ახალი ამბები მაყურებელს უკვე გააცნო სანდრო სანაიამ თამარ ურუშაძესთან ერთად", - წერს "ფეისბუქში" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელია.

გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ მომხდარი ყოფით ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასა და პასუხისგებაში მისცა ვინმე გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო", თუმცა გამოძიების ეს ვერსია იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სანაიების ოჯახმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, მიზეზი კი ის გახდა, რომ საგამოძიებო უწყების განცხადებით, საჭიროა ახალი გარემოებების აღმოჩენა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?