ავტორი:

"ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით... მეგონა, ბაია დეპრესიაში ჩავარდებოდა" - რას ჰყვება ნინო ნადირაძე შვილის განქორწინებაზე, რომელსაც სასამართლო განიხილავს

"ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით... მეგონა, ბაია დეპრესიაში ჩავარდებოდა" - რას ჰყვება ნინო ნადირაძე შვილის განქორწინებაზე, რომელსაც სასამართლო განიხილავს

ცნობილი ექიმების ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვი 2 წლის წინ გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილი იყო.

დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. ბაიამ და გიორგიმ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადეს...

თუმცა ბაია მალევე ქმარს დაშორდა. ახლა ამ გაყრის დეტალებს სასამართლო განიხილავს. აღნიშნულ თემაზე "ფარულ კონვერტში" ბაიას დედამ ნინო ნადირაძემ ისაუბრა:

"ძალიან მეტკინა გული, საწყენი იყო რომ ეს ქორწინება დაიშალა. თან მიზეზიც რომ არ იცი წესიერად, ისე მოულოდნელად მოხდა, ყველანაირი კონფლიქტისა და საქმის გარჩევის გარეშე. ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით. 5 წელი იყვნენ ერთად, შეყვარებული.. თუმცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ალბათ სხვა რამეა. ალბათ არ იყო წყვილი.

ძალიან ძნელია, როცა მარტო ხარ ფეხმძიმე, მარტო მიდიხარ სამშობიაროში. მაგრამ რომც მცოდნოდა რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მე მაინც ვიტყოდი, რომ კი - ეს უნდა მომხდარიყო. ბაიაში მივიღე ის ტრანსფორმაცია. მეგონა და ვნერვიულობდი, რომ დეპრესიაში არ ჩავარდეს ჩემი შვილითქო. და უცებ ეს ნაზი, ნაფოფინები კუზანოვების საყვარელი შვილიშვილი გახდა საოცრება.... არ ვიცი როგორი გოგო. 24 საათი საოპერაციოში იყო, იქ რეზიდენტურაო...

როდესაც ბავშვი ეყოლა თავდაპირველად მე ვიყავი ხოლმე ღამე მასთან და ვეხმარებოდი. შემდეგ მითხრა, შენ დაბერდები ასეო, რომ არ დაიძინოო. თავად უვლის ბავშვს. არის საოცარი დედა, რომელიც შრომობს ძალიან ბევრს, რომ მისი შვილისთვის იყოს ისეთივე, როგორიც მე ვარ მისთვის.

თან აღმოაჩნდა საოცარი ხელი პლასტიკაში. მე შვილების შექება არ მიყვარს მაგრამ მე ვამაყობ ჩემი შვილით, არ მეგონა ბაია ასეთი მაგარი და კერკეტი კაკალი იყო.