ავტორი:

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ურთავს, რომელზეც თვალცრემლიანი სასოწარკვეთილად გამოიყურება. "სრულიად მოულოდნელად, ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა", - წერს ის. როგორც ირკვევა, მარიამს რთული პერიოდის გავლა მოუწია, რა დროსაც, მისი თქმით, მეგობრები განუდგნენ, მათ შორის, ია ფარულავა და დალი ჩიტალაძე, კუკუნაშვილი პოსტში ამ ყველაფერზე ვრცლად წერს:

"არ ვიცი, რატომ მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა, მაგრამ მომინდა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უღრესად პატივსაცემმა ქალბატონმა ბაია დვალიშვილმა მთხოვა, რომ ქალები ჩემი მიღწევებით და საუცხოო მოგზაურობებით აღმეფრთოვანებინა, წარმატების საიდუმლო გამეზიარებინა (მას ამ თხოვნას ახლა ვუსრულებ), ან იქნებ იმიტომ, რომ დისქავერის Editor chief - ს ჩემი სოციალური მედიის შემხედვარეს გული სწყდებოდა, რომ ნამდვილ მარიამს არ იცნობდნენ - სუსტს, მეგობრების და ადამიანების სიყვარულით აღსავსეს...

მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს გვერდით ვეჯექი და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, 10 წლის ბავშვებმა ისიც კი მითხრეს, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.

ალბათ გახსოვთ, ია ფარულავას "მაფიის ღამეები", მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია, რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს, სიყვარულით და გულწრფელობით ვუთმობდი. ზემოხსენებული პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს:

"შენზე ამბობენ აფრენსო, კიდევ კარგი, გაიქცა შენი ქმარი, შენ ვინ გაგიძლებდა"... არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. უფრო მეტიც, ერთი მაგ ჯგუფის წევრი მეორეს ჩემზე მესიჯს უგზავნიდა: - "ნახე, ეგ მალე როგორ აიშვებს და გაბოზდებაო (შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა)"... ბოლოს ჯგუფიდანაც კი წამშალეს. მაგ დროს უბედური და პრობლემიანი ვიყავი და ვის რაში ვჭირდებოდი... მოკლედ, ფარულავას რომ დავუბრუნდეთ, "აფრენო" - მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა, მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა და ასე "ფეისბუქ ლაივით" სრულიად საქართველოს მის მიერ "აღმოჩენილ" ღეჭვა-ფურთხებით გახდომის მეთოდს ასწავლიდა.

მას შემდეგ მრავალი თვე გავიდა, ხან ავირიე, ხან დავირიე, ხან გავიქეცი და გამოვიქეცი, ფერფლად ვიქეცი და თავიდან ავეწყვე... პირადიც ისე ბედნიერად დავალაგეთ. როგორც ჩვენი გაქანების და სიყვარულის უნარის მქონე ადამიანებს შეეფერებოდა, მაგრამ თვეების მანძილზე არავის ვუკითხივარ ფარულავას "სასტავიდან", არც მათ, ვისაც დაბადების დღეზე მექსიკიდან ყვავილებს ვუგზავნიდი ქუთაისში, არც ჩვენი ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის, რომლის წყალობითაც ისე ვერსად მივფრინავდი "ჰერმესის" სუნამო არ დაებარებინა, - გამომიყოლეო. სამაგიეროდ, ამ ერთი კვირის წინ მომიკითხა, ერთმა კარგმა ბიჭმა ჩემგან სპონსორობა სთხოვა და დალიმ იშუამავლა ფულის თხოვნაში. დალიმ თავისი პასუხი კი მიიღო და ფარულავასაც შევუთვალე: - "დენიკინის დროს რობერტ დენიროსთან გადაღებული შენი ფოტო, ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის რაც ჩემთვის ღირებულია შენ არ გაგაჩნია და ნეტავ მაგ სიყალბეში როგორ არ გეხუთებათ სული-თქო."

ასეა, როცა გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა მტრად, ხოლო მეგობრად არავინ. დიდი ტკივილი ადამიანს გაიძულებს, ღრმად ამოიოხრო და თქვა: - მე ეულად მივდივარ... გულგატეხილი, ნატკენი, განდევნილი, გალანძღული, სამყაროსგან არა მოყვარე და მისგან მოძულე. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის, ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე რაც მასშია, უარს ამბობს ყველა ურთიერთობაზეც, რომელმაც შეიძლება მოხიბლოს და აცდუნოს იგი.

ტკივილი გაიძულებს დარცხვენილად დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ, ქვეყნად გამუდმებით საუბრობენ. ისინი კი, ვისაც უყვარხარ, არასოდეს გკითხავენ, რა ოდენობის ქონება დააგროვე - ამას შენს მერე დარჩენილი შთამომავლები დაითვლიან. არც იმას გკითხავენ, რამდენი ბრძოლა მოიგე ან წააგე, რამდენად ჭკვიანი ხარ, რამდენჯერ დაეცი ან წამოდექი, რადგან მეგობრები შენს ტკივილებს დაინახავენ და იმას შეგეკითხებიან, რამდენი სიყვარული შეგიძლია, რამდენად ხშირად ამარცხებდი საკუთარ ბიწიერებას; იმას თუ რამდენად ბატონობდი საკუთარ თავზე, თუ მისი მონა იყავი. იმას, კეთილი საქმისთვის თუ რამდენად ხშირად იყავი მზად მსხვერპლზე საკუთარი თავის უარყოფისას. რამდენად ხშირად პატიებდი შენს მტერს? იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას, რამდენად ხშირად გადაგიტანია მოთმინებით შეურაცხყოფება. იმას, თუ რა იზარალე სიყვარულისთვის. ის, ვინც ამას გკითხავს, არის მსაჯული, ვის სამსჯავროსაც ვეღარსად გაასაჩივრებ. ასეთმა ადამიანებმა სიყვარული იციან, მეგობრობა იციან და რაც მთავარია ბედნიერება იციან, იმიტომ რომ ტკივილი იციან. ფარისევლების შესახებ ნათქვამია, რომ მძიმე ტვირთს იცილებენ და სხვას ჰკიდებენო. ასეა ზოგჯერ მეგობრობაშიც, სიყვარულშიც. ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერი სხვებისგან მიიღონ, თავად კი მცონარობის სურვილი აქვთ, მაგრამ არა მხოლოდ ამას ეფინება შუქი, არამედ უფრო მეტად სამწუხაროს - იმას,რომ ადამიანები საკუთარი უმადურობით, ულმობლობით და კაპრიზებით სხვას ამძიმებენ, უქცევენ რა ტვირთს მეგობარს(ან საყვარელ ადამიანს) კიდევ უფრო მძიმედ, მაგრამ დუმდე და ითმენდე, ან მწარე სატანჯველში სიხარულსაც კი პოულობდე, პოულობდე იმედს, რომ სატანჯველი ოდესღაც დასრულდება, როგორც ხანდახან იტყვიან, ნაღველი სიხარულად, ბედნიერებად და უფრო დიდ სიძლიერედ გარდაქმნა - ამის სწავლად ყველა ტკივილი ღირდა, ღირს და ყოველთვის ეღირება.

იქნებ არც ღირდა ამხელა პოსტად ეს ყველაფერი, მაგრამ მე მიღირდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი მიღირს ცოტა მეტ გარჯად, ვინც მიყვარს და ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც მატკინა, რადგან ისევ კირკეგორს დავესესხები და ვიტყვი:- "თავისუფლება და ბედნიერება იმის ხვედრია, ვინც ტანჯვის უნივერსიტეტს დაამთავრებსო". ეს უნივერსიტეტი მე წარჩინებით დავამთვრე და ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულიც შემიძლია და პატიებაც, მაგრამ თქვენ? თქვენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვინც მხდალია, ვერ წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მე კი თავად გავასამართლებ საკუთარ თავს, როცა ამის საჭიროებას დავინახავ. შეუცდომელი ხომ არავინ ვართ."

პოსტს ია ფარულავა კომენტარის სახით პასუხობს:

"მარიამ, აი, "ვსიო" მორჩა, აივსო ფიალა მოთმინების და გირჩევ!!! სასწრაფოდ მოძებნე საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და სასწრაფოდ ფილმში უნდა ითამაშო... ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ .....წარმატებები Darling"

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?

"გული გამიჩერდა და მეც მოვკვდი, მეც გადავიჩეხე..." - რას წერს დავით არჩვაძე ზურაბ ბაკურაძის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან