ავტორი:

იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

მსოფლიოში ყველაზე იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის სახელს ბევრი ლეგენდა და საიდუმლო უკავშირდება. მან შექმნა ლეგენდარული ნახატები, რომელთა შესახებაც დღემდე დავობენ მკვლევარები და მეცნიერები და მათში დამალული ნიშნებისა და საიდუმლოებების გაშიფრვას ცდილობენ.

და ვინჩი აღორძინების ეპოქის უდიდესი ფიგურა იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა. ვინ იყო სინამდვილეში ლეონარდო და ვინჩი? - სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი? რა წინასწარმეტყველებები დაშიფრა მან საკუთარ ნახატებში? რა საიდუმლოს მალავს მონა ლიზას ღიმილი?

„განიცადე ერთხელ ფრენა და შენი თვალები სამუდამოდ ცისკენ იქნება მიმართული“ - ლეონარდო და ვინჩი.

ლეგენდარული მხატვრის გარდაცვალებიდან 500-ზე მეტი წელი გავიდა. ის ყველაფერში გენიალური იყო: თანამედროვეები მას გრძნეულად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ და ვინჩი დროს რამდენიმე ასწლეულით უსწრებდა. ამას მოწმობს მისი ჩანახატებიც, სადაც ისეთი გამოგონებებია აღწერილი დეტალურად, რომლებიც იმ პერიოდში არ არსებობდა.

დღეს ყველა იცნობს ლეონარდო და ვინჩის, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ნახატის - „მონა ლიზას“ შემქმნელს. არც ერთი ფლორენციელი ფაჭრის ცოლზე იმდენი ფილმი არ გადაღებულა, არც იმდენი წიგნი დაწერილა და არც ცნობილი ჟურნალების ყდებზე მოხვედრილა, რამდენჯერაც ეს მონა (იტალიაში ქალბატონს ნიშნავდა) ლიზა გერარდინმა შეძლო. გადმოცემის თანახმად, მისი პორტრეტი, ქალის მეუღლემ - ფრანცისკო დელ ჯოკონდამ შეუკვეთა მხატვარს. ლეონარდო მას 4 წელი ხატავდა, თუმცა, როგორც იტალიელი მხატვრების მემატიანე, ჯორჯიო ვაზარი გვიყვება, ტილო მაინც დაუსრულებელი დატოვა. ის ქალის იდუმალი ღიმილის საიდუმლოსაც ხსნის. მისი თქმით, პოზირებით დაღლილ მანდილოსანს მხატვარმა მომღერლები და მოცეკვავეები მოუყვანა. უჩვეულო ღიმილიც ამან გამოიწვია. მონა ლიზა ლეონარდომ მსოფლიოს აჩუქა არა მხოლოდ როგორც ნახატი, არამედ როგორც გამოცანა, რომლის ამოხსნაც წლებია არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობს და ბევრი მათგანი პასუხს სიკვდილამდე ეძებს.

ლეონარდოს ცხოვრების შესახებ იმდენი მითი არსებობს, რომ სიმართლის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ერთ-ერთი ვერსიით, ის რომელიღაც საიდუმლო ორდენის წევრი იყო და ჯადოქრობას ეწეოდა. ასეთი ლეგენდები მისი წერის უჩვეულო ხერხიდან დაიბადა. ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, ლეონარდო არ წერდა მარცხნიდან მარჯვნივ. ის პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ, სარკისებურად შებრუნებული ასოებით წერდა. მისი დაშიფრული წერილების წაკითხვა საკმაოდ რთული იყო.

ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური ნახატი „საიდუმლო სერობაა“. ფრესკა იტალიურ მონასტერში, სანტა მარია-დელლე გრაციეს, კედელზეა გამოსახული. ის 1495, 1497 წლებში შესვენებებით მუშაობდა და ჯერაც დაუმთავრებელი იყო. ფრესკის მისტიკა იესოს მოციქულების განლაგებაშია, ისინი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სხედან. საინტერესოა ისიც, რომ ქრისტეს და იუდას შექმნისას, ერთი და იგივე ადამიანი პოზირებდა და ეს თავად მხატვარმაც შემთხვევით გაიგო. ქრისტეს დახატვის შემდეგ, ის 3 წელი ეძებდა ტიპაჟს იუდასთვის, მაგრამ ვერ პოულობდა. კარდინალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტაძრის მოხატულობაზე, აჩქარებდა მას. ითხოვდა, რომ ფრესკა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაესრულებინა. მხატვარმა შემთხვევით ერთი კაცი დაინახა, რომელიც მთვრალი, ბინძური ეგდო ქუჩაში. ესკიზებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ ლეონარდომ თავის შეგირდებს უბრძანა, რომ ის მაწანწალა პირდაპირ ტაძარში მიეყვანათ. დიდი წვალებით მიათრიეს მონასტერში მთვრალი მამაკაცი, რომელიც ვერ აღიქვამდა, სად მოხვდა და რა ხდებოდა მის თავს. ლეონარდო კი აფიქსირებდა ტილოზე ცოდვას, ეგოიზმს, ბედუკუღმართობას. როდესაც მან ნახატი დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალები გაახილა, ტილოს შეხედა და განცვიფრებით წამოიძახა: – მე მინახავს ეს ნახატი ადრე!

– როდის? – ზერელედ ჰკითხა ლეონარდომ.

– სამი წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ყველაფერს დავკარგავდი. იმ დროს გუნდში ვმღეროდი და ჩემი ცხოვრება სავსე იყო ოცნებებით. რომელიღაც მხატვარმა დამხატა ქრისტედ…

ლეონარდო და ვინჩი ითვლება პიროვნებად, ვისაც გაუჩნდა იდეა ვერტმფრენის შექმნისა. ის მუშაობდა ვერტიკალურად ასაფრენ აპარატზე. და ვინჩი ზოგადად ფრენის იდეის ერთ-ერთი ავტორია.

„დიდი მხატვრების“ სერია გრძელდება! 21 ივნისიდან, ლეონარდო და ვინჩის ალბომი “კვირის პალიტრასთან ერთად” გაიყიდება.

ხელოვნების მოყვარულებსა და დაინტერესებულ პირებს გამომცემლობა ,,პალიტრა L”-მა საშუალება მისცა ქართულ ენაზე თვალი გადაევლოთ ყველა ეპოქის გამოჩენილი მხატვრების ცნობილი ტილოების მაღალი ხარისხის რეპროდუქციებისთვის და გაცნობოდნენ საინტერესო ისტორიებს მათი ცხოვრებიდან.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველ საშუალებას აძლევს თავად შეარჩიონ, რომელი მხატვრის ალბომის დათვალიერებას ისურვებენ. ხმის მიცემის წესები და პირობები მარტივია:

  1. 1-ლი მარტიდან თვალი გადაავლეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, შეარჩიეთ თქვენი რჩეული 12 მხატვარი და შეაგროვეთ უნიკალური ალბომები;
  2. მკითხველს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საყვარელი 12 მხატვარი აირჩიოს 30-დან. მხარდაჭერის გზით, მკითხველი წყვეტს, თუ რომელი მხატვრის ალბომი დაიბეჭდება მომდევნო თვეში;
  3. ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე 24 საათში ერთხელ. ამისათვის საჭიროა გახსნათ მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი შემოქმედი და მისცეთ ხმა.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მკითხველს საშუალება ექნება გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად შეიძინოს.

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ წიგნის ფესტივალზე 50-ლარიანი ბიუჯეტით

კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა