ავტორი:

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა. 1 098-კარატიანი ძვირფასი ქვა აღმოჩენიდან ორ კვირაში, პრეზიდენტ მასისის ფირმაში გამოფინეს.

როგორც BBC წერს, უზარმაზარი ძვირფასი ქვა ოდნავ ნაკლებს იწონის მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასზე, რომელიც ასევე ბოტსვანაში, 2015 წელს აღმოაჩინეს.

ბოტსვანა აფრიკაში ბრილიანტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ალმასის სავარაუდო ღირებულება. აღსანიშნავია, რომ სიდიდით მეორე ალმასი 2017 წელს 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს იპოვეს და ის 3 106-კარატიანია.

ახლად აღმოჩენილი ალმასისთვის ჯერ არც სახელი დაურქმევიათ.

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის კანონიზირებას იწყებს - "ეს არის პირველი ნაბიჯი წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში"

რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი