ავტორი:

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდამ ლიონელ მესიმ, ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონსა და არაერთი ტურნირის გამარჯვებულს - ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად მაისური გამოუგზავნა. ცოტა ხნის წინ, ქალბატონ ნონას 80 წელი შეუსრულდა და საყვარელი ფეხბურთელისგან სამახსოვრო საჩუქარი მისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა!

ქალბატონი ნონა თავის ემოციებს გვიზიარებს:

- ეს უდიდესი სიურპრიზია ჩემთვის და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ემოცია დამეუფლა. წლებია, "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და ლიონელ მესის დიდ პატივს ვცემ, მომწონს არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ - როგორც პიროვნება. "ბარსელონისადმი" ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის და, როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციამ იგი საქმის კურსში ჩააყენა და აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა. ეს ჩვეულებრივი მაისური არ არის, აწერია - ნონა, გილოცავთ იუბილეს! საუკეთესო სურვილებით და ზედვეა მესის ხელმოწერა. ეს, ჩემთვის, ფაქტობრივად, რელიკვიაა.

დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ჩემთვის მესი ყველაფერია! უდიდესი მოთამაშეა.

- ქალბატონო ნონა, "ბარსელონის" თამაშს სტადიონზე თუ დასწრებიხართ?

- არა, თუმცა 2-3 წლის წინ ბარსელონაში, ვეტერანთა ტურნირზე ვიყავი სათამაშოდ. იმ პერიოდში ბარსელონის სტადიონზე გუნდის თამაშები არ მიდიოდა, თუმცა, ექსკურსია ჩამიტარეს. წავედით მე, ფედერაციის ორი წარმომადგენელი და ერთი მსაჯი. საოცრებაა, ძალიან მომეწონა! სტადიონის სხვადასხვა სიმაღლეზეც კი ავედი, რომ იქიდან შემეხედა მთლიანი სივრცისთვის. მუზეუმიც დავათვალიერეთ და იქიდან რომ გამოდიხარ, ადგილია, სადაც ფოტოები შეგიძლია გადაიღო, ფოტოშოპი გეგონებათ, ისეთი გამოდის - თითქოს სტადიონზე ხარ და ნებისმიერ ფეხბურთელთან დადგები, ვერ გაარჩევენ ნამდვილისგან. მეც გადავიღე და მერე "ვატყუებდი" მეგობრებს, ვითომ ნამდვილად იყვნენ (იცინის). სარეკლამო ალბომებითა და ბუკლეტებით დაგვასაჩუქრეს და იქ ჩემი ერთ-ერთი ასეთი ფოტოც იყო. გააგრძელეთ კითხვა