ავტორი:

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფინალისტი გახდა. ნატალია საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს. მომღერალმა სამი არია შეასრულა და ოთხ მონაწილეს შორის ფინალის საგზური მოიპოვა.

BBC Cardiff Singer of the World ბრიტანეთში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ საოპერო მომღერლებს მასპინძლობს. წელს კონკურსი 13 ივნისს დაიწყო და 19 ივნისამდე გაგრძელდება. BBC Cardiff Singer of the World ხუთი ტურისგან შედგება და თითო ტურში თითო ფინალისტი ირჩევა. წელს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყანა იღებს, მათ შორის - ჩვენი პატარა საქართველოც.

ნატალიას წარმატება არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ - ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა. მისმა ნამღერმა ჟიური ნამდვილად გააკვირვა და ასევე - გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა ნატალიაც.

"ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ, ამავდროულად, ვარ მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასევე, მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს", - თქვა ქუთათელაძემ პირველი ტურის ბოლოს.

ნატალიას ნამღერზე, ფინალური ტურის მოლოდინებსა და განცდებზე ეკა მამალაძე საუბრობს:

ეკა მამალაძე, მომღერალი:

- ძალიან გამიხარდა. მშობლისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი დიდ სიმაღლეებზე ადის, მაგრამ კიდევ ის გამიხარდა, რომ ამდენ სირთულეს გაუძლო. ძლიერი გოგო აღმოჩნდა. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა. მომწონს, რომ გადალახა სიძნელეები და ყველაფერი შეძლო, ამით ვარ ამაყი.

- როგორც მომღერალი, კმაყოფილი დარჩით მისი შესრულებით?

- ვერ ვაფასებ, ნატალია თავის სფეროში ჩემზე მეტად კომპეტენტურია. როგორც თვითონ გვითხრა, ის კმაყოფილია ყველაფრით. კონკურსი ყოველთვის დამთრგუნველია, თუმცა ისეთი ატმოსფერო შეუქმნეს, რომ არც ერთს უგრძვნია ნერვიულობა, ხელს უწყობენ ყველაფერში და თითქოს მონაწილეები დიდ კონცერტზე გამოვიდნენ, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩა. თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ ისინი ყველანი გამარჯვებულები არიან...წაიკითხეთ სრულად

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!