ავტორი:

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ვმუშაობთ, მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე, რამდენიმე კვირა დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ იგეგმება ქვეყანაში მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატის „სოტროვიმაბის“ შემოტანა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მონოკლონურ ანტისხეულებს ქვეყანა დონაციის გზით მიიღებს.

"ჩვენ სხვადასხვა მწარმოებელთან ვმუშაობთ უახლესი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე, რაც პოტენციურად დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კოვიდის შემთხვევაში.

„სოტროვიმაბი“ მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის პრეპარატია, მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის სხვა პრეპარატებიც არის. ჩვენ ამ ეტაპზე სხვა დასახელების მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე ვმუშაობთ დონაციის გზით, კონკრეტულად "ბამლანივამაბის" და „ეთისივამაბის" ქვეყანაში შემოტანაზე.

ვფიქრობთ, რამდენიმე კვირა დასჭრიდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონრი ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ",- აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19“-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა