ავტორი:

ზესტაფონთან "მარშრუტკა" სატვირთოს შეეჯახა - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონთან "მარშრუტკა" სატვირთოს შეეჯახა - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც იმერეთში, ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარია გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ექიმი

როგორია წერეთელზე, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა