ავტორი:

კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს

კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შესაძლოა, ჯარიმები დაუწესდეთ, თუკი მათი მოთამაშეები პრესკონფერენციის დროს სპონსორების სასმელს კამერებისგან მოშორებით დადგამენ.

ორშაბათს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები გვერდზე გასწია და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა.

მომდევნო დღეს რონალდუს ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ მიბაძა, თუმცა პოგბამ არა კოკა-კოლას არამედ "ჰეინეკენის" ლუდი "გადამალა.“

ოთხშაბათს იტალიელმა ფეხბურთელმა, მანუელ ლოკატელიმ კოკა-კოლა წყლით ჩაანაცვლა.

ფეხბურთელების ამგვარი ქმედების შემდეგ კი უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუკი მსგავსი რამ კვლავ განმეორდება, გუნდებს დააჯარიმებს. "უეფამ მონაწილე გუნდებს შეახსენა, რომ პარტნიორობა ტურნირის განუყოფელი ნაწილია“, - აცხადებენ ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორები.

"ევრო 2020"-ის ჩემპიონატის დირექტორი მარტინ კალენი ამბობს, რომ მოთამაშეებს ხელშეკრულებით ევალებათ ჩემპიონატის წესების დაცვა. თუმცა მისივე თქმით, ესმის ზოგიერთი ფეხბურთელის, მაგალითად უგებს პოგბას, რომელმაც ლუდზე უარი რელიგიური მიზეზების გამო თქვა.

აღსანიშნავია ასევე, უკრაინელი ფეხბურთელის, იარმოლენკოს ქმედება, რომელმაც გუშინ "კოკა-კოლასა" და "ჰეინეკენის" ბოთლები, პირიქით, გამოსაჩენ ადგილას დაალაგა და კომპანიებს მასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს ცნობილი ჟესტიდან რამდენიმე წუთში კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 4 მილიონი დოლარით შემცირდა. მიიჩნევენ, რომ ყოველივე სწორედ რონალდუს უკავშირდება, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება, მაგალითად "გარდიანი“ წერს, რომ რონალდოს ქმედება და კოკა-კოლას საბაზრო ღირებულების გაუფასურება, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა.

უეფა-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი განაცხადა

"სომხეთის მოსახლეობას ძველი რეჟიმების დაბრუნება არ სურს" - რა გახდა ომწაგებული ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი?

დუბაის გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას მოულოდნელი გამოჩენა - რა ფოტო ვრცელდება ინტერნეტში და რას წერს გოგონას მეგობარი