ავტორი:

"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"სამზარეულოს ომებში" რაც ეკრანზე ჩანს, ამას მაყურებელი ისედაც ხედავს და აფასებს, მაგრამ კადრს მიღმაც ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ და საინტერესო ამბები ხდება. გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ შოუ უფრო ყურებადი, მიმზიდველი და შემეცნებითიც იყოს.

AMBEBI.GE "სამზარეულოს ომების" კულინარიული მიმართულების ორ პროდიუსერს ესაუბრა, ვინც ამ სეზონზე რეალურად კონკურსანტების შერჩევის პროცესში იმაზე იზრუნა, რომ კარგი მონაწილეები ხელიდან არ გაეშვათ... ახლაც გულმოდგინედ ეხმარებიან მათ იდეების დახვეწაში და საკუთარი გამოცდილებიდან არაფერს იშურებენ, რომ კონკურსანტებს პროექტში მონაწილეობა გაუადვილონ. ესენი არიან - გაბრიელ წიკლაური და ბადრი ჩეჩელაშვილი.

ორივე პროფესიონალი მზარეულია და წლებია, ამ სფეროში აქტიურადაა დასაქმებულები. ამასთან, ამ კონკურსში სხვადასხვა დროს, თავადაც მონაწილეობდნენ - გაბრიელი ერთ-ერთი სეზონის ფინალისტია, ხოლო ბადრი ინტერნეტკონკურსის გამარჯვებული.

გაბრიელ წიკლაური:

- ჩემი და "ფორმულას" ურთიერთობა პირველ სეზონში დაიწყო, როცა "სამზარეულოს ომების" მონაწილე და მერე ფინალისტიც გავხდი... ამჯერად კასტინგის გამოცხადების დღიდან, მონაწილეებს კულინარიული თვალსაზრისით ვახარისხებდი, ვაფასებდი მათ უნარებს, რამდენად მზად იყვნენ იმისთვის, რომ პროექტის მონაწილეები ყოფილიყვნენ. მერე "პროდაქშენთან" ერთად ვგეგმავდით ტურებს და შემდეგ უკვე დავალებების მოფიქრებაში ვეხმარებოდი კონკურსანტებს, ასევე თანამედროვე სამზარეულოს კუთხით, ტექნიკის დახვეწაში, რჩვების მიცემაში, რომ თავი კარგად წარმოეჩინათ.

- ყველაფერში აქტიურად ყოფილხართ ჩართული... რა სხვაობაა იმ პერიოდსა (როცა კონკურსანტი იყავით) და ამ პერიოდს (როცა პროდიუსერი ხართ) შორის?

- ამ ეტაპზე მსიამოვნებს, რომ მათ ვეხმარები და სირთულეებს, თუნდაც ფსიქოლოგიურად ვუმსუბუქებ, რადგანაც კონკურსანტობა გამოცდილი მაქვს, დიდი სტრესია. მოკლედ, ყველაფერი კარგად ვიცოდი, როგორი დახმარება იყო მათთვის საჭირო, რომ ჟიურის წინაშე კარგად წარმდგარიყვნენ. ასე რომ, თუ მონაწილეობის დროს დიდი ადრენალინი იყო, ახლაც არანაკლები ემოციები მაქვს. თან, ისიც გასათვლისწინებელია, რომ პასუხიმგებლობა მეტია. არაფერი არ უნდა გამოგეპაროს. ამ ყველაფერს ჩვენ - მე და ბადრი საკუთარ თავზე ვიღებდით. საბოლოოდ კი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

- ქართულ სამზარეულო პირადად თქვენთვის, როგორც შეფისთვის რას ნიშნავს?

- "სამზარეულოს ომებმა“ საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო, როცა ასეთი განაცხადი გააკეთა, ქართული სამზარეულო ამ სეზონის თემა ყოფილიყო. ეს რეალურად რთული რამ არის, რადგანაც მრავალფეროვანია, მაგრამ არც ისე თანამედროვე. რაც დღეს სარესტორნო ბაზარზე კერძებია, უმეტესად პოსტსაბჭოთა დროინელია, არადა, უამრავი ქართული აუთენტური კერძი აღმოსაჩენია. იმდენად მარტივი კერძები არსებობს, ისეთი მარტივი ინგრედიენტებით, რომელთა მცირე გათანამედროვებით მაღალ საფეხურზე აიყვან... შოუში ქართული კერძების დამზადებისას იმდენად მოვინდომეთ, რომ პროდუქტებიც კი ქართული გვქონდა, რომ ბოლომდე ქართული კერძები დამზადებულიყო. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეების მხრიდან, ასევე პროექტის ავტორების მხრიდან და რაც მთავარია, ყველასთვის უდიდესი გამოცდილება.

- როგორები არიან კონკურსანტები კადრს მიღმა?

- უპირველესად, კარგი ადამიანები, მონდომებულები, პასუხისმგებლობას იზიარებენ. მნიშვენელოვანია პასუხისმგებლობას რომ აიღებ, ბოლომდე მიჰყვე, მიჰყვებოდნენ და შედეგებიც ჰქონდათ გააზრებული, რაზე უნდა გასულიყვნენ. ბევრი ამ შოუში უკვე ისე ჩამოყალიბდა, როგორც პროფესიონალი. აქვთ სტიმული, გუნდში მუშაობაც კარგად გამოსდით. ამან დაახლოვა ისინი, ბევრი რამ რთულად გადასატანი იყო და ადვილად დაძლიეს.

- მარტივი კერძის თანამედროვე სტანდარტი რა არის?

- აუთენტურობის კუთხით ყველა კერძის ჭამას ქართულ სამზარეულოში თავის კულტურა აქვს - მაგალითად, ხინკალს, ჩაქაფულს, ლობიოს... როცა მათ გათანამედროვებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს კულტურა შევინარჩუნოთ. მოკლედ, ისე უნდა გავათანამედროვოთ, რომ აუთენტურობა არ დავუკარგოთ, მათ შორის, მომზადების ტექნოლოგია. და თან ეს ყველაფერი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შანსი რომელ წყვილს აქვს?

- რეალურად თანაბარი ბრძოლაა, ყველას აქვს თავის პლუსი და მინუსი. ბათუმელებს აქვს გამორჩეული იუმრი, რომელიც ხალხში სიყვარულს იმსახურებს, კახელები თავისებურ გემრიელ საჭმელს აკეთებენ, მეგრელები მეგრულ სამზარეულოს გემოებს წარმოაჩენენ... თორღვა და ნიკუშა მაღალი კლასის პროფესიონალები არიან, რონლებმაც იციან, რას ამზადებენ, თან, პროფესიონალ სამზარეულოში მუშაობენ და დიდი გამოცდილბა აქვთ. ასე რომ, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ვერავის გამოვარჩევ. ვფიქრობ, ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება.

ბადრი ჩეჩელაშვილი:

- თავიდანვე რადგან შოუში ქართული სამზარეულო და გემოები გადაწყდა, მე და გაბრიელი კონკურსანტებს ვეხმარებოდით, რადგანაც ბევრს შეიძლება არ ჰქონდა გამოცდილება. მნიშვნელოვანი იყო, არ დაეკარგათ ვიზუალი, გემო, მეტად კრეატიული და გამომგონებლები ყოფილიყვენენ. მოკლედ, მათ ქართულ გემოებთან დაკავშირებით ჩენი მოსაზრება გავუზიარეთ. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებს ვასწავლიდით. ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია, ძალიან ძლიერი ათეული იყო, ახლა კი ოთხეულია, კარგი მზარეულები არიან, ქართულ კულინარიაში მშვენიერი ხედვა აქვთ.

- თქვენ რა მოგცათ ამ შოუმ?

- დიდი გამოცდილება. ეს ამდენი ძველი კუთხური კერძი არ ვიცოდი და მატ ახლა გავეცანი. კონკურსანტობისას მასთან არ მქონია შეხება და ამის აღმოჩენა საკმაოდ საინრესესო იყო. ზოგადად კი, ქართული სამზარეულოს ერთ კერძში ბევრი ინგრედიენტია გამოყენებული - ყველაფერი ერთ თეფზე იყრის თავს. ევროპულში ასე არ არის, კერძს ცალკე მოჰყვება მაგალითად, გარნირები და ა.შ. მოკლედ, დღეს თანამედროვე ტენიკა გვაძლევს შანსს, ეს გამოვასწოროთ. ჩვენს კერძებს ცალკე ელემენტები დავამატოთ, რომ შესაბამისი ბალანსი დავიჭიროთ, რაც სასურველ შედეგს მიგვაღებინებს. კონკურსანტებთან სწორედ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ.

- რა შედეგით დამთავრდება პროექტი?

- არავინ იცის. როგორც არ უნდა დამთავრდეს, „სამზარეულის ომების“ ეს სეზონი ფაქტია, რომ შედგა!

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა