ავტორი:

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?

"ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუკავამ უმრავლესობის წევრების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელიც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.

მან კატეგორიულად უარყო ჟურნალისტების შეკითხვა განიხილავენ თუ არა ამ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევას და იგეგმება თუ არა ,,ქართული ოცნების” გუნდში ცვლილებები.

"კატეგორიულად ვუარყოფთ. ბოლო ერთი კვირაა ცდილობთ ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც რეალურად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, ეს არის რეალური მიზეზი ჩვენი შეხვედრის”, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

20 ივნისს პარლამენტზე შტურმი ნამდვილად იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია - სოზარ სუბარი

პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი - "მოქალაქეები" და "გირჩი" რეგისტრირდება

"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება" - არმაზ ახვლედიანი