ავტორი:

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი "დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან არმან ბაბაჯანიანი მისი პირადი ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"ჩემს მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე, და მიტუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“ - წერს "ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი.

პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უცნობმა პირმა პრემიერობის კანდიდატის მანქანის საქარე მინას ესროლა. ინციდენტი ნორკ-მარაშის დასახლებაში მოხდა.

სომხეთში დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის კანონიზირებას იწყებს - "ეს არის პირველი ნაბიჯი წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში"