ავტორი:

დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნის პრემიუმ კლასის კომპლექსი ბათუმში

დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნის პრემიუმ კლასის კომპლექსი ბათუმში

“მზიური გარდენსი“ უნიკალური პროექტია, რომელიც ბათუმში, ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

ზღვისპირა კომპლექსს ბრიტანული კომპანია MRMU International-ი ახორციელებს. აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

პროექტის განხორციელებისთვის, უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია შეირჩა.

ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, განთავსებულია 15 000 კვ.მ -ზე. რეკრეაციით, საბავშვო ზონით, კერძო პარკირებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედნით, გარე და დახურული აუზით, სპა ცენტრითა და კვების ობიექტებით. ყველა ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ასევე "მზიური გარდენსში" განთავსდება 5 ***** სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდი „Crown Plaza“, რომელიც კომპლექსის მაცხოვრებლებს მაღალი სტანდარტების მომსახურების სერვისებს შესთავაზებს.

უნიკალური ადგილმდეობარეობა

„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 15 000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.

რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც უკვე წლებია ამშვენებს აქაურობას. კომპლექსის წინ მდებარე სანაპირო ზოლი სუფთა ზღვის წყლით გამოირჩევა, რაც თალასოთერაპიისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

გოგირდოვანი აბაზანების სამკურნალო ცენტრის გარდა, კურორტის ტერიტორიაზე მოქმედებდა 240-ადგილიანი ოჯახური დასვენების პანსიონატი ,,მზიური,’’ სწორედ დასვენების პანსიონატ მზიურის ადგილზე მიმდინარეობს მზიური გარდენსის მშენებლობა, რომლის ისტორია საფუძვლად უდევს კურორტის გაცოცხლებისა და ახალი სიცოცხლის შთაბერვის იდეას.

აქ არსებული მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების წყალობით, XX საუკუნის დასაწყისიდან, ამ ადგილს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად იყენებენ.

მზიური გარდენსის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ეს ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ამ კომპლექსის შემადგენლობაში შედის.

პანორამული ხედები

გამორჩეული ლოკაციის წყალობით „მზიური გარდენსის“ მულტიფუნქიური საცხოვრებლის ყველა ფანჯრიდან ზღვის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. არანაკლებ სასიამოვნო და მიმზიდველი ხედები იშლება ასევე მთის მხარეს.

კომფორტი

„მზიური გარდენსის“ მაცხოვრებლებს წვდომა ექნებათ 5***** სასტუმრო „CROWNE PLAZA-ს“, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და სერვისებთან, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა თუ რელაქსაციისთვის, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის.

შენობის ფასადი დამუშავებული იქნება სპეციალური თბო და ჰიდრო საიზოლაციო მასალით, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას, ხოლო მეორეს მხრივ იცავს ფასადს წყლის შეღწევისგან და შესაბამისად ნესტის დაგროვებისგან. ასევე, მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება სპეციალური ენერგო-ეფექტური ბლოკი, რომელიც ამასთანავე ახდენს ხმის იზოლაციას.

საცხოვრებელ კომპლექსის ტერიტორიაზე, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისათვის ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

სპა და ფიტნეს ცენტრი

კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპა და ფიტნეს ცენტრი გაჯანსაღებისა თუ რელაქსაციისთვის იდეალურ გარემოს გპირდებათ, სადაც შედის ჯაკუზი, მასაჟის ოთახი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი.

ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული აუზები.

კეთილმოწყობილი ეზო

„მზიური გარდენსის“ უზარმაზარი ეზო ჰამაკებით, პუფებით, ბალიშებითა და რბილი ავეჯით იქნება კეთილმოწყობილი, რაც იდეალური ადგილი იქნება განტვირთვისთვის და მეზობლებთან სოციალიზაციისთვის. ასევე, ეზოს ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდება საცოცი კედელი, დაიდგმება გიგანტური ჭადრაკის დაფა.

საცხოვრებელი კომპლექსი ზღვიდან სულ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული. “მზიური გარდენსის“ მაცხოვრებლები სანაპიროზე პირდაპირ გადასვლას სპეციალურად მოწყობილი ხიდის და ლიფტის მეშვეობით შეძლებენ, სადაც მათ დახვდებათ შეზლონგებით, ზღვის ქოლგებით, კაფე-ბარებით კეთილმოწყობილი სანაპირო. წყლის აქტივობების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი იქნება სკუტერები, ბანანები, წყლის ველოსიპედები.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, სადაც მრავალფეროვანი სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ.

"მზიური გარდენსში" არასოდეს მოიწყენთ, რადგან კომპლექსის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს შეძლებთ გართობას. აქ შეძლებთ ითამაშოთ ბილიარდი, მეგობრებთან ერთად იმღეროთ კარაოკე, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, ან სულაც ბანქო, რისთვისაც ცალკე იქნება გამოყოფილი ოთახი.

თუკი ბინის შეძენას საინვესტიციო მიზნით გეგმავთ და გსურთ მომავალში მისი გაქირავება, ამაში „მზიური გარდენსის“ გუნდი დაგეხმარებათ.

ივნისის ბოლომდე, 48,6 კვ/მ. ფართობის მქონე ბინებზე შეგიძლიათ 15000 ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მწვანე საფარს, რა თქმა უნდა, შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაზეც პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.

www.mzurigardens.ge

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს