ავტორი:

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა

"ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად", - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ ჟურნალისტებს მოსკოვში გამგზავრებამდე განუცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ არის რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებაზე ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსულ რუსული თეატრის წარმომადგენლებს "ტაშით ხვდებიან“.

"წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27 ივნისს და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა“, - განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს, "თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა"

კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი წყალბურთის მატჩზე - რა ფოტოებს აქვეყნებს აშშ-ის საელჩო

როგორ გამოიყურება ილონ მასკის 37,5 მლნ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც მილიარდერი ყიდის - ფოტოები