ავტორი:

"მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს" - რას ამბობს აშშ-ის ელჩი სასამართლო რეფორმაზე

"მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს" - რას ამბობს აშშ-ის ელჩი სასამართლო რეფორმაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება და აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გაიმართება, მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს არის აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებაში, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა ვალდებულება აიღეს.

„ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანი არის ის ვალდებულება, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. აქ განსაზღვრულია ის, რომ უნდა შეჩერდეს ნებისმიერი დანიშვნა, სანამ არ იქნება რეფორმები მიღებული სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ამისთვის აუცილებელია ინკლუზიური, ფართო დებატები და დისკუსია, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს. სანამ ასეთი ფართო განხილვა მოხდება, თუ რა სახის რეფორმები უნდა განხორციელდეს, მანამ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს, ეს არის პირობა ქართველი ხალხის მიმართ. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად. პირველ რიგში, უნდა შეფასდეს განხორციელებული რეფორმები, შემდეგ გაიმართოს დებატები და მსჯელობა ამ საკითხზე იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორსაც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. შესაბამისად,ეს საკითხები ყველამ უნდა მიიღონ ძალიან სერიოზულად. ადრეც აღვნიშნე, ის შეფასება, თითქოს მოსამართლეების არდანიშვნა გამოიწვევს ამ ეტაპზე სასამართლო სისტემის ჩამოშლას ან კოლაფსს, ეს ასე არ არის იმიტომ, რომ სასამართლოს ჰყავს მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა და სრულიად შესაძლებელია ეს პროცესი შეჩერდეს“, - განაცხადა დეგნანმა.

"მკვლელებო", "სირცხვილია"... - როგორ შეხვდნენ აქციის მონაწილეები შსს-ს განცხადებას, ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით

აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"