ავტორი:

"ერთი წამით ქალბატონო, ნუ კივით, დავიტანჯე" - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

"ერთი წამით ქალბატონო, ნუ კივით, დავიტანჯე" - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატი თაკო ჩარკვიანი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა.

ჩარკვიანის გაღიზიანება გია ვოლსკისა და ბექა დავითულიანის განცხადებებმა გამოიწვია, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით თქვეს, რომ წინა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

ჩარკვიანმა სცადა, მათთვის გამოსვლის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა და როგორც განაცხადა, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"სამარცხვინო განცხადებაა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს არის კატასტროფა - არ შეიძლება ასეთი განცხადება საქართველოს პარლამენტში კეთდებოდეს. ომი საქართველოს არ დაუწყია!", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სესიაზე, „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით.

"ერთი წამით ქალბატონო, ნუ კივით, დავიტანჯე" - უპასუხა ჩარკვიანს ბექა დავითულიანმა.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"