ავტორი:

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ის ჟურნალ "ბომონდს" ორსულობის შესახებ და თავისი და ნიკოლოზ ნაყოფიას სიყვარულის ისტორიას უამბობს, რომელზეც იშვიათად საუბრობს...

- არაჩვეულებრივი გრძნობაა ბავშვის მოლოდინი. კარგად მახსოვს ის სიტყვები, რომელიც ნიკოლოზმა ამ ამბის გაგების შემდეგ მითხრა: მე და შენ ბავშვს ველოდებით და ეს 9 თვე საკუთარი თავის სიამოვნებას მიუძღვენიო. მართლაც, მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ასეთ ტალღაზე ვარ. ფიზიკურად არანაირი აქტივობა არ შემიზღუდავს. არც ტოქსიკოზი მქონია. დედობის მოლოდინი ხომ ყველა გოგონას აქვს. მეც ბავშვობიდან ამ რაკურსით ვხედავდი საკუთარ თავს. ჩემი და 4 წლით უმცროსია ჩემზე და დედობრივი გრძნობა მასთან ურთიერთობისას გამოვცადე. ნინიზე ვმზრუნველობდი. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ არანაკლებ მზრუნველობას ვიჩენდი იმ ცხოველებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. ანუ პატარა არსებაზე ზრუნვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ამ პერიოდში ბევრ დროს ვუთმობ ლიტერატურას, ფერწერას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს. ჩემს ორსულობას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. რაც უნდა უარყოფითი მოცემულობა ყოფილიყო, მე მაინც დადებითი კუთხით ვაფასებ ამ მოვლენას. ეს იყო ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოგზავნილი "საჩუქარი“, რომ საკუთარ თავებს დავბრუნებოდით. იმ საყვარელ საქმიანობას, რომელიც გვავიწყდებოდა აქტიური ცხოვრების ფონზე. უარავი წასაკითხი თუ სანახავი ხელოვნების ნაწარმოები მქონდა შემონახული, მაგრამ ვერასდროს ვიცლიდი. პანდემიამ მათთან დაბრუნების საშუალება მომცა. ჩემი ბიბლიოთეკა, რომ იტყვიან, წასაკითხი წიგნებით გაივსო. თან ცნობისმოყვარე ვარ, აზარტულიც და რამდენიმე დღეს ვანდომებდი ერთი წიგნის წაკითხვას. პანდემიის დროს დავუბრუნდი ხატვასაც.

თქვენი და ნიკოლოზის ქორწინება საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი გახლდათ... სად დაიწყო თქვენი ისტორია?

- ყველაფერი დაიწყო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას... ნიკოლოზს და ნათიას, დედაჩემს, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მე, ცხადია, არ ვიცნობდი. ნიკოლოზმა 19 დეკემბერს დაიწყო "ზარაფხანაში" მუშაობა. იგეგმებოდა კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა. იმ პერიოდში ეძებდნენ "ზარაფხანის" სახეს და ამ თემაზე ნათიას დაეკონტაქტა, რომ ჩემთან, როგორც მოდელთან სურდა გასაუბრება. ნათიამ მისცა ჩემი კოორდინატები და შეხვედრაზე შევთანხმდით. რატომაც არა, მე მომწონდა "ზარაფხანის" კონცეფცია, თან მოდელი ვიყავი და კარგ შემოთავაზებაზე უარი რატომ უნდა მეთქვა. როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს, რაღაც მოხდა... შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. წაიკითხეთ ვრცლად