ავტორი:

როგორ დავისვენოთ ნებისმიერი კლასის სასტუმროში დანაზოგითა და განვადებით

როგორ დავისვენოთ ნებისმიერი კლასის სასტუმროში დანაზოგითა და განვადებით

დასვენება მართლაც ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული და თუ ამისთვის ბიუჯეტი წინასწარ არ შექმენი, შეიძლება, საბოლოო ჯამში, თანხის სხვა რამისთვის მოკლება მოგიწიოს.

ყველას გვსურს, შვებულება მშვიდად, ყოველდღიური რუტინისგან შორს, ჩვენთვის სასურველ კურორტზე გავატაროთ, განვიტვირთოთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ, თუმცა ამ ყველაფრისთვის ზედმეტი ხარჯების გაწევა საჭირო სულაც არ არის და მეტიც, შეგიძლია, დღეს დაისვენო და მისი საფასური შემდეგ გადაიხადო.

უკვე წლებია, Hotsale.ge ნებისმიერი და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუტისა და სერვისის შეძენისას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთებას გვთავაზობს. ბოლო პერიოდში, ვებგვერდს განვადების ფუნქციაც დაემატა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

რადგან კითხვა, "სად დავისვენო და რა დამიჯდება სასტუმრო?“ უკვე აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, პასუხად საუკეთესო ვარიანტი შემოგთავაზოთ.

3 თუ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, პრემიუმ კლასის აპარტამენტები, კოტეჯები, ბინები - ეს ყველაფერი Hotsale.ge-ზე, ტურიზმის განყოფილებაში შესვლისთანავე დაგხვდებათ. რაც მთავარია, თქვენზე მორგებულ შეთავაზებებს ნახავთ საქართველოს ყველა პოპულარულ კურორტზე, იქნება ეს ბათუმი, ქობულეთი, ბაკურიანი, სვანეთი თუ რაჭა. შეგიძლიათ, ადგილმდებარეობა მონიშნოთ, მხოლოდ სასურველი კურორტი აირჩიოთ და სასტუმროს შერჩევაში დრო დაზოგოთ.

თუ დასვენებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირა გაქვთ, შეგიძლიათ, არჩევანი კახეთის სასტუმროებზე გააკეთოთ, სადაც მაღალი ხარისხის სერვისი და უგემრიელესი კერძები დაგხვდებათ. რაც მთავარია, ყველაფერს მიიღებთ 30, 40, 50 და უფრო მეტპროცენტიანი დანაზოგითაც კი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას განვადებით შეძლებთ.

როგორ დავჯავშნოთ სასტუმრო, აპარტამენტი ან კოტეჯი ისე, რომ პარალელურად განვადებით სარგებლობა შევძლოთ?

მარტივია, აირჩევთ სასურველ სასტუმროს, მონიშნავთ სასურველი დღეების რაოდენობას, გაარკვევთ, აქვთ თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ პერიოდში თავისუფალი ნომრები, შეიძენთ დანაზოგს სიმბოლური თანხით და შემდეგ Hotsale.ge-ზევე, რამდენიმე წუთიანი პროცედურით შეძლებთ განვადებით სარგებლობას.

Hotsale.ge-ის მეშვეობით დასვენების პარალელურად დაზოგვა უკვე მარტივად არის შესაძლებელი, ჩვენ მხოლოდ სასრუველ ადგილი მიმართულება უნდა აირჩიოთ.

ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს