ავტორი:

ანგელა მერკელმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ, მეორე დოზად "მოდერნას" ვაქცინა მიიღო

ანგელა მერკელმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ, მეორე დოზად "მოდერნას" ვაქცინა მიიღო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის პირველ ჯერზე "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა, ხოლო მეორე დოზად "მოდერნას" ვაქცინა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა მიაწოდა.

66 წლის ლიდერმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა აპრილში მიიღო, ხოლო "მოდერნას" ვაქცინით ის რამდენიმე დღის წინ აიცრა.

როგორც BBC წერს, ექსპერტებს სჯერათ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინების შერევა (პირველ და მეორე დოზებად სხვადასხვა ვაქცინის მიღება) კარგი იდეაა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე დარწმუნებით საუბარი და საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება.