ავტორი:

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

სელჩუკ ბაირაქტარის სახელი და გვარი შესაძლებელია, ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, თუმცა, მან დიდი წვლილი შეიტანა თურქეთის შეიარაღებული ძალების განვითარებაში. ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული თურქეთში პირველი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ინვენტარს 2014 წელს დაემატა.

თურქეთის შეიარაღებული და უიარაღო თვითმფრინავების ფართო გამოყენებამ საშინაო და საერთაშორისო ყურადღება სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, იდლიბში ჩატარებული ოპერაციის, "გაზაფხულის ფარის" დროს მიიპყრო. ამასთან, ისინი გამოიყენეს ქურთისტანის მუშათა პარტიის უკანონო სამიზნეების წინააღმდეგ და ლიბანში განხორციელებულ ოპერაციებში.

სელჩუკ ბაირაქტარის დიდება მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც მან ცოლად შეირთო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქალიშვილი. საჯარო საუბრებში მას თავდაცვის სექტორის სწრაფად განვითარების პიონერად ნათლავენ. ამასთან, 2019 წელს მთავრობამ 98 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა უფრო მეტად განევითარებინა სამხედრო ტექნიკა.

"ჩვენი ქვეყნიდან ძალიან ბევრი ისეთი ინიციატივა გაჟღერდება, რომელიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და სულ რაღაც 5-10 წელში ლიდერები ვიქნებით,“ - განაცხადა სელჩუკ ბაირაქტარმა.

მისი მტკიცებით, ახალი ერა იწყება. თურქეთს უპილოტო თავდაცვის ტექნოლოგიებისკენ სწრაფი გეზი აქვს აღებული.

სელჩუკის მიერ შექმნილ სამხედრო ტექნიკას აქტიურად იყენებდა აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში. ექსპერტთა მტკიცებით, სწორედ ჰაერში დომინირების წყალობით მიაღწიეს მათ გამარჯვებას.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაირაქტარი ყარაბაღის მედლითაც დააჯილდოვა და მხარდაჭერისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

სელჩუკ ბაირაქტარი 1979 წელს სტამბულის რაიონ სარიერისში დაიბადა. მისი მამა საავტომობილო კომპანიის დამაარსებელია. რის გამოც, ბავშვობიდან მოიხიბლა ამ პროფესიით. ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გააგრძელა. 2007 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ტექნოლოგიურ კომპანია ბაიკარში დაიწყო.

ჯერ კიდევ 2005 წელს ის თურქეთის მთავრობას უპილოტო ტექნოლოგიებში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.

"ჩვენ, ინჟინრები მხოლოდ ლაბორატორიებში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ, უნდა ჩავერთოთ პროცესებში და ხელი შევუწყოთ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ,“ - აცხადებს ბაირაქტარი და დასძენს, რომ მისი ცხოვრებისეული მიზანი სწორედ ეს გახლავთ.

ნახეთ ვიდეო

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

რატომ მოუხშირა "ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს?..

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა