ავტორი:

"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე გაებმეოდნენ" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილი-გახარიას შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე გაებმეოდნენ" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილი-გახარიას შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი - როგორც ჩანს, სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ განცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის და გახარიას ერთმანეთთან შეხვედრა „ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“.

"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. ახლა შეიძლება დაიწყონ საუბარი იმაზე როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევით ამ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ერთ სასტუმროში, იმიტომ რომ მეორე სასტუმროში ადგილი არ იყო. დაახლოებით ასეთ არგუმენტებს ველოდებით.

სიმართლე არის ერთი - ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა ფაქტებით. წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო გახარიას მოქმედებები ამის გარეშე. როგორც ჩანს ისინი სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ერთ სასტუმროში შეხვდნენ, „შემთხვევით“, ბევრ რამეზე მეტყველებს, ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, რუსთავი 2- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი

LIVE: პალიტრანიუსის სპეციალური გამოშვება

"ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია... არგადადგომა არის უი, უი და უი" - გიორგი თარგამაძე