ავტორი:

Beoplay E8 Sport-ი მუსიკა, რომელიც წინსვლისკენ გიბიძგებს

Beoplay E8 Sport-ი მუსიკა, რომელიც წინსვლისკენ გიბიძგებს

Beoplay E8 Sport-ი, ლუქს ბრენდის - Bang & Olufsen-ის მიერ ცხოვრების აქტიური სტილისთვის შექმნილი უახლესი უსადენო ყურსასმენია, რომელიც დახვეწილ ოსტატობას და ჟღერადობის მაღალ მონაცემებს აერთიანებს.

ყურსასმენის დიზაინი და ფუნქციური მახასიათებლები, გათვლილია პროფესიონალ სპორტსმენთა და მორბენალთა მოთხოვნებზე, ვისთვისაც მუსიკა შთაგონების, მოტივაციის და მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

„არსებობს სამი უმთავრესი ელემენტი, რასაც სპორტსმენები სპორტყლ ყურსასმენში ეძებენ -იყოს წყალგაუმტარი და რეგულირებადი დიზაინი (კომფორტული ვარჯიშებისთვის), ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმი და რაც მთავარია, ხმის შესანიშნავი ხარისხი. ყველასთვის ცნობილია, რომ არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე შთამბეჭდავი მუსიკა, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას და თვითგამოხატვას, ”- აცხადებს კრისტოფერ პულსენი, Bang & Olufsen- ის პროდუქტის მენეჯმენტის ვიცე-პრეზიდენტი.

  • უმაღლესი შესრულება და ესთეტიკა

Beoplay E8 Sport-ი მაღალი დონის ჟღერადობის და დახვეწილი დიზაინის ერთობლიობაა. ანოდირებული ლითონის რგოლი და Bang & Olufsen-ის ლოგო ხაზს უსვამს დანიელი მწარმოებლის დიზაინის ტრადიციას, ბრენდის დახვეწილი ესთეტიკა ჰარმონიულად ერთიანდება სპორტულ სტილში.

Beoplay E8 Sport-ის ყოველი დეტალი ფრთხილად შემუშავებული და გათვლილია. ყურსასმენის ხრახნიანი სამაგრები კომფორტულია სველი ხელით შეხებისას. კომპლექტაციაში შედის მოსახსნელი სილიკონის სამაგრები და რბილი ფიქსატორები, რომელიც სრულყოფილად თავსდება ყურის ნიჟარაში და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს მხოლოდ ვარჯიშზე. ყურსასმენები აღჭურვილია ოთხი ჩაშენებული მიკროფონითა და სენსორული პანელით, რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია მარტივი შეხებით შეცვალოს ტრეკები, უპასუხოს ზარებს და გაააქტიუროს ხმის გადაცემის რეჟიმი.

Beoplay E8 Sport-ს აქვს IP57-ის სერთიფიცირება, რაც ნიშნავს რომ ყურსასმენი სრულად დაცულია მტვრის და ოფლის შეღწევისგან, აგრეთვე წყალგაუმტარია 1 მეტრ სიღრმეში ჩაძირვისას 30 წუთის განმავლობაში. Bluetooth 5.1, AAC და aptX კოდეკები iOS-ის და Android-ის მოწყობილობთან სრულყოფილ და სწრაფ კავშირს უზრუნველყოფენ.

ყურსასმენებს ახლავს კომპაქტური ქეისი-დამტენი. მისი კორპუსი დამზადებულია პროფესიონალური სპორტული მასალებისგან: რეზინის და ტექსტურირებული სილიკონის, გამძლე და კოროზიის მიმართ მდგრადი ანოდირებული ალუმინისგან, რომელიც 50 წელზე მეტია Bang & Olufsen- ის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. კორპუსი აღჭურვილია USB-C პორტით და აქვს Qi სტანდარტის უსადენო დატენვის მხარდაჭერა.

Beoplay E8 Sport-ის ბატარეის ხანგრძლივობა, ერთჯერადი დამუხტვით 7 საათი, ხოლო დატენვის ქეისის მეშვეობით დამუხტვის შემთხვევაში 30 საათია.

  • Fernando Alonso Beoplay E8 Sport-ის ყურსასმენები

Fernando Alonso Beoplay E8 Sport-ი ყურსასმენის ლიმიტირებული გამოშვებაა, რომელიც შემუშავებულია ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან და Le Mans-ის ორგზის გამარჯვებულთან, Fernando Alonso-სთან თანამშრომლობით. ყურსასმენის სრულყოფილი ჟღერადობა სპორტსმენს საშუალებას აძლევს საყვარელი საუნდტრეკის მოსმენით კონცენტრირდეს, მოიპოვოს სიმშვიდე და ადრენალინი.

Fernando Alonso Beoplay E8 Sport ყურსასმენები წარმოდგენილია შავი უკაბელო დამტენით, ალონსოს ოფიციალური ლოგოთი. ყურსასმენებზე დატანებულია მწვანე ანოდირებული ალუმინის რგოლები, ერთზე გამოსახულია Bang & Olufsen-ის ლოგო, ხოლო მეორეზე - ფერნანდო ალონსოს ხელმოწერა.

ეს სერია 66 ერთეულით არის წარმოდგენილი - 66 ფერნანდო ალონსოს მანქანის ნომერია ამ წლის Indy 500-ის რბოლაში.

  • სრული კომპლექტი, ფასი და ხელმისაწვდომობა

Beoplay E8 Sport ყურსასმენებს ახლავს პრემიუმ უსადენო დამუხტვის კორპუსი, ხუთი მოსახსნელი ყურის სამაგრი, სამი წყვილი რბილი ფიქსატორი და USB-C დამტენი.

ასორტიმენტში შედის შავი და ლურჯი ყურსასმენები.

საქართველოში Bang & Olufsen პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitEletronics, Motif.

რეფერენსი

Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen-ი აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე.

წაიკითხეთ მეტი www.bang-olufsen.com

(R)

როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ

ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ