ავტორი:

"ვიღაცამ ჩემი გუშინდელი განცხადება ისე გაიგო, თითქოს დღესვე გავდიოდი პარლამენტიდან - არა ბატონო, მარტო არ დაგტოვებთ" - მამუკა ხაზარაძე

"ვიღაცამ ჩემი გუშინდელი განცხადება ისე გაიგო, თითქოს დღესვე გავდიოდი პარლამენტიდან - არა ბატონო, მარტო არ დაგტოვებთ" - მამუკა ხაზარაძე

"ვიღაცამ გუშინდელი ჩემი განცხადება ისე გაიგო, თითქოს, დღესვე გავდიოდი აქედან. არა ბატონო, თქვენ ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ, რომ ამ დოკუმენტს გაუწიოთ ობსტრუქცია, მარტო არ დაგტოვებთ. კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სრული ლუსტრაცი იყოს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე",- ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის პარლამენტში თანაგუდელებთან იმიტომ შემოვიდა, რომ ქვეყანა ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

“მინდა შარლ მიშელის დოკუმენტის ამონარიდი წაგიკითხოთ და სათაური შეგახსენოთ. ამ დოკუმენტს, რომელიც საკმაოდ დიდი კრიზისის მერე ორივე მხარემ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოვაწერეთ ხელი და ავიღეთ საკმაოდ სერიოზული ვალდებულება ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ავიღეთ ვალდებულება ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, ჰქვია "სამომავლო გზა საქართველოსთვის“. მინდა ორი აბზაცი წაგიკითხოთ - "ამავდროულად უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშნვა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ახალი კანონი ძალაში შევა“, მგონია, რომ ძალიან ნათლად წერია.

მე აქ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შემოსული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, დარწმუნებული ვარ თქვენს რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ ეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტალურ საკითხს, რასაც ჯანსაღი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლო ჰქვია. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ დღეს არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, არც სამართლიანი და ეს სასამართლო, ისევე როგორც მოსამართლეები, პროკურატურა გადმობარებული გყავთ წინა ხელისუფლებიდან - "ნაციონალური მოძრაობიდან“. უმეტესობა, ყველას არ ეხება. იმიტომ დაერქვა ამ მოვლენას "კლანი“ სასამართლოდან.

ვიღაცამ გუშინდელი ჩემი განცხადება ისე გაიგო, რომ, თითქოს, დღესვე გავდიოდი აქედან. არა ბატონო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ, რომ ამ დოკუმენტს გაუწიოთ ობსტრუქცია. არ დაგტოვებთ, გავაკეთებთ ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ გავაკეთოთ სრული ლუტსტრაცია იმის, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. და საქმე ორ მოვლენასთან გვაქვს - ან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, თქვენთან, შიგნით "კლანის“ მიმართ არის ანგარიშვალდებული ან ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ეს არის ევროპისგან ჩვენკენ გამოშვერილი ნდობის ხელი, ბოლო შანსი რომ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო ან თქვენ ამ დოკუმენტს უკეთებს ობსტრუქციას და ატარებთ ჩვენი მტრის ინტერესებს. სხვა ვარიანტი ამის ახსნის არ არსებობს. 9 წელია ამ ხელისუფლებაში ხართ და ეს 9 წელი გვახსენებთ წინა ცხრა წელს, როგორ დავიჯერო, რომ 9 წლის განმავლობაში 2 თვე არ გაქვთ იმისთვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ?! გეჩქარებათ! მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ ხიდები უნდა ავაშენოთ. ეს არ არის ხიდი, თქვენ წვავთ ხიდს, იმ მთავარ ხიდს, რომელმაც უნდა დაგვაკავშიროს ევროატლანტიკურ სივრცესთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?