ავტორი:

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე

მორწმუნეებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ის 2-3 დღე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით დამთხვევა იყო - მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი (გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი) ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენ შეიძლება სხვა რამის გვწამდეს. რეალურად ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება, რომ არის პოლიტიკური ალიანსი ორ პოლიტიკოსს შორის. ეს რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა სურდეს, კობახიძემ განახადა, რომ შეიძლება იყოს მერკანტილური მოტივები, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ის ორნიშნასთან მიახლოებულ შედეგს ვერ აიღებს. ის პოლიტიკაში შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს?! ის შემოდის იმავე მიზნით, რა მიზანიც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს - ეს არის ის, რომ “ქართული ოცნება“ რამენაირად 43%-ს დაახლოვოს. ინტერესები ძალიან მარტივად იკვეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე IPSOS-ის კვლევასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის".

კობახიძის განცხადებით, ამ კვლევით IPSOS-ს სურს მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის იმიტომ, რომ „ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში“.

„გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც „აწყობს“, ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით. იმ კვლევაზე დაფუძნებით, რომლის მიმართაც არის ნულოვანი ნდობა, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს კვლევა არის ჰაერიდან მოტანილი, არცერთი ციფრის განხილვას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ აჩვენებს რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიას. მათ სურთ მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გახარიასი იმიტომ, რომ ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი ახდენენ გახარიას რეკლამირებას, რომ რაღაცნაირად 1-2% წაართვას „ქართულ ოცნებას“. ამით გაიშიფრა „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

"რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!" - გიორგი ვაშაძე

"ის, რაც ხდება თბილისში, არის "პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობისა“ ინტერესებში" - ირაკლი კობახიძე

"როცა მასაზეა საუბარი, რთულია რეაგირება" - ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ არ ჰქონდა შსს-ს რეაგირება ყველა ძალადობრივ ფაქტზე