"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

23 წლის ბარბარე სურმანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. იგი 11 წლის იყო, როდესაც ავტოავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ გოგონა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. ბარბარეს დედის, დარეჯან სურმანიძის თქმით, გოგონას ბაკლოფენის ტუმბოს იმპლანტაცია ესაჭიროება. იმისათვის, რომ ბარბარემ დამოუკიდებლად სიარული და საუბარი შეძლოს, სულ 23 000 აშშ დოლარია საჭირო.

"მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი მღვდელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, არსად დამალულა, პირიქით რაც შეეძლო, ყველანაირად გვედგა გვერდით. ბოლო 12 წლის განმავლობაში, ბარბარეს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თბილისში, მაგრამ ფეხზე გავლა მაინც ვერ შეძლო. აქვს საყლაპავი მილის პრობლემებიც. ამასთანავე, თავის ტვინის დაზიანების გამო დაკარგა მეტყველების უნარი. საბედნიეროდ, თურქი ექიმები მკურნალობით წარმატებული შედეგის მიღწევას გვპირდებიან. ყველაფერი სულ 23 000 აშშ დოლარი ჯდება. საზოგადოების დახმარებით შეგროვებული გვაქვს 20 000 ლარი და იმედი გვაქვს, სრულადაც შევძლებთ შეგროვებას. მეოთხედ მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით. იქნებ ნაწილი მაინც დაგვიფინანსონ, მაგრამ ჯერ არავინ შეგვხმიანებია", - ამბობს დარეჯან სურმანიძე.

ბარბარე სურმანიძის დახმარების მსურველებმა იხილეთ საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: ნინო ოთიაშვილი GE06BG0000000100775651

თიბისი ბანკი: დარეჯანი სურმანიძე GE28TB7911645061100098 ს

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველთათვის: Pay pal : giulisurmanidze858@gmail.com

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა