ავტორი:

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

პოპ ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, რომელიც უკვე წლებია მამის მეურვეობისგან გასათავისუფლებად სამართლებრივად დავობს, სასამართლოს წინაშე სიტყვით წარსდგა და იმ ძალადობაზე ისაუბრა, რომელშიც ცხოვრება უწევს. ბრიტნი ამბობს, რომ 13 წელია მას უმძიმესი ცხოვრება აქვს.

მისივე თქმით, მამის ქმედებების გამო ურთულეს სიტუაციაში იყო და ყოველ დღე ტიროდა. "მე უბრალოდ მსურს, რომ ჩემი ცხოვრება დავიბრუნო“, - მიმართა ლოს ანჯელესის სასამართლოს ბრიტნიმ.

39 წლის მომღერალმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ასევე თქვა, რომ მას არ მისცეს მეტი შვილის გაჩენის უფლება და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მის ორგანიზმში ლითიუმი შეჰყავდათ.

ბრიტნი ყველაფერში მამას ადანაშაულებს, რომელმაც შვილის საქმეებსა და ცხოვრებაზე კონტროლის უფლება 2008 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ სასამართლომ ბრიტნის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მიიღო.

ბრიტნი სპირსი შვილებთან ერთად

"მე ვიმსახურებ, რომ ისეთივე უფლებები მქონდეს, როგორც სხვა ადამიანებს აქვთ - გავაჩინო შვილი, მყავდეს ოჯახი", - თქვა მომღერალმა სასამართლოზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიტნიმ ღია სასამართლო სხდომაზე პირველად ისაუბრა და ამასთან, საყურადღებოა მოსამართლე ბრენდა პენის სიტყვებიც, რომელმაც მომღერალს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი დავა ჯერ არ დასრულებულა და მოსამართლეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამავე თემაზე: ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო