ავტორი:

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"სამზარეულოს ომების" ეს სეზონი ფინიშს მიუახლოვდა. შაბათს გრანდიოზული ფინალია. უძლიერესი კონკურსანტებიდან გამარჯვება ვის დარჩება, ამას მაყურებელი ორ დღეში იხილავს.

მანამდე უკვე განვლილ სეზონს AMBEBI.GE-სთან "ფორმულას" "ფროდაქშენის" ხელმძღვანელი თათუკა ნარტყოშვილი აჯამებს და აქვე "სამზარეულოს ომების" ახალი სეზონისთვის ქასტინგის დაწყებას აანონსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონმა გაამართლა.

"შაბათს მაყურებელი "სამზარეულოს ომების" დიდ ფინალს ნახავს, მივდივართ ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც ისეთივე ღირსეულია, როგორიც მთლიანად ეს სეზონი იყო. დავამატეთ მაყურებელი და ბათუმელების, მეგრელების ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებს ვიხილავთ და რა თქმა უნდა, გავიგებთ, ვინ მოიპოვებს გამარჯვებულის ტიტულს.

ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან მართლა მცირე დეტალები გახდა გადამწყვეტი. მთელი ეს სეზონი ძალიან ემოციური იყო, ბევრი აღნიშნავს, რომ შემადგენლობაც განსაკუთრებული გვყავდა, ყველა წყვილმა მოახერხა, თავი მაყურებლისთვის დაემახსოვრებინა, ზოგმა განსაკუთრებული იუმორით, ზოგმა განსაკუთრებული ხასიათით, აღარ ვილაპარაკებ მათ ნიჭზე სამზარეულოში, რადგან ობიექტურად ვფიქრობ, რომ ხარისხით, რომელიც სამზარეულოს მიმართულებით ჩვენ შოუში იდება, კონკურენტი არ გვყავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შოუმ გაამართლა და ამან გვიბიძგა, რომ ახალი სეზონის ქასთინგიც მანამდე დავიწყეთ, სანამ ფინალი ეთერში გავა" - გვეუბნება თათუკა ნარტყოშვილი.

- ამ სეზონზე შოუს თემა "ქართული სამზარეულო" და მისი მეტად აღმოჩენა, ათვისება, ტექნიკურად დახვეწა იყო. მომავალ სეზონზე ისევ ამ თემას გააგრძელებთ?

- ქართულ სამზარეულოს არც ერთ სეზონში გვერდს არ ავუვლით, თუმცა შემდეგ სეზონზე არ გვექნება მხოლოდ ქართული გასტრონომია. უკვე მსოფლიო სამზარეულოს შემოვიტანთ, მაგრამ აქაც შევეცდებით, აქცენტი ადგილობრივ პროდუქტზე გვქონდეს.

- ქასტინგის წესებში შეიცვალა რამე?

- ქასთინგის წესები უცვლელია, შოუში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსონ ანკეტა, სადაც მათ შესახებ ძალიან მინიმალური ინფორმაცია გვჭირდება, შემდეგ კი გადაცემის გუნდი დაუკავშირდება აპლიკანტს, რომ მათი თეორიული ცოდნის შესახებ გავიგოთ.

- ანკეტაში მითითებული მოთხოვნების გარდა, კიდევ რამე ხომ არ მოეთხოვებათ?

- ანკეტაში მითითებული მოთხოვნების გარდა, ცხადია, აპლიკანტს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის პრეზენტაცია და ჰქონდეს მიზანი, მაყურებელს რაც შეიძლება მალე დაამახსოვროს თავი, პრინციპში, ვინც აქ მოდის, ამისთვის უკვე მზადაა და ჩვენი გუნდიც მუშაობს, რომ ეს პროცესი გაუმარტივდეთ. გუნდი შემთხვევით არ მიხსენებია, აპლიკანტი რაც მთავარია, მზად უნდა იყოს, რომ იმუშაოს ყველაზე მეგობრულ გუნდთან ერთად. ორივეს მიზანი, გუნდისაც და კონკურსანტისაც არის ის, რომ შეიქმნას საუკეთესო ქართული პროდუქტი და რადგან მიზანი ერთია, შედეგიც საუკეთესო გამოდის.

- როდის დაიწყება კონკრეტულად მორიგი სეზონი, ანუ მაყურებელი როდისთვის უნდა ელოდოს ამ შოუს "ფორმულას" ეთერში?

- პრექასთინგები უკვე დაწყებულია, ჩაწერებს სექტემბერში დავიწყებთ, ხოლო ეთერში მაყურებელი ოქტომბრიდან გვიხილავს. ახლა აქტიურად ვგეგმავთ ტურებს და ჩელენჯებს. როგორც იცით, ეს პროექტი ქართული ფროდაქშენია, "ფორმულაში" მოვიფიქრეთ, "ფორმულაში" განხორციელდა და შესაბამისად, ყველაფერი რასაც ხედავთ ფორმატის ნაწილში ჩვენი შექმნილია და ჩვენს ხელშია ისიც, რომ მომდევნო სეზონი კიდევ უფრო გამორჩეული და დახვეწილი იყოს.

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები