ავტორი:

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. მოზარდის მეზობლების თქმით, დაკავებულები და ძალადობის მსხვერპლი გოგონა მეზობლები არიან.

მათივე ნაამბობის მიხედვით, მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

როგორც მეზობელი AMBEBI.GE-ს უყვება, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და სექსუალური ძალადობის შესახებ დეტალურად მოყვა.

"მთელი სოფელი ფეხზე იდგა დღეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით", - უყვება AMBEBI.GE-ს მარტვილის მკვიდრი.

შსს- ში მომხდარს ადასტურებენ. როგორ უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

"დიდი წნეხი მიდის სასამართლოზე, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია... ბევრი მოსამართლეა შეწუხებული" - მოსამართლეები

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არ იყო სასურველი" - ვატო ყიფიანი