ავტორი:

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო არველაძე ქორწინდება. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ საყვარელ გოგონას, მაკუნა ზედაშიძეს ხელი საჯაროდ სთხოვა.

ამ ემოციურ მომენტს წყვილის მეგობრების გარდა, ესწრებოდნენ ვატოს ძმა და დედა, თეონა თავართქილაძე, რომელმაც მოგვიანებით წყვილის ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და დაწერა - "ოჯახის ახალი წევრი.“

ვატო და მაკუნა წლებია უკვე შეყვარებულები არიან. თეონა თავართქილაძის სარძლო პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.

2020 წლის აგვისტოში ვატო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი კლუბ "ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან" გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვატოს ბიძა, არჩილ არველაძეა, რომელსაც კლუბის მფლობელ სულეიმან ხურმასთან წლებია ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით ვატო არველაძე ინტერვიუში იხსნებდა: "ეს მაგარი ისტორიაა. "ფეისბუქზე" მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი....“ - ამბობდა ვატო.

ნახეთ ვიდეო - ხელის თხოვნის ემოციური მომენტი:

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

"ჩვენ სამხრეთ კორეაში ვმოგზაურობთ" - ბერა ივანიშვილი ცოლთან ერთად ახალ ვიდეოს აქვეყნებს

"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი.." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე