ავტორი:

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

50 კვადრატულ მეტრამდე ფართის ბინის მოწყობა არც თუ ისე მარტივია. პატარა ბინის დაგეგმარებისას, პრაქტიკული დიზაინერული ხრიკები აუცილებლად დაგჭირდებათ. დღეისათვის, ინტერიერების დიზაინერები უამრავ საინტერესო მეთოდს გვთავაზობენ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ოთახის თითოეული სანტიმეტრი გონივრულად. ამჯერად, პატარა ბინის მოწყობაზე გამოსადეგი რჩევებისთვის, სარემონტო და სამშენებლო ჰიპერმარკეტის - „მიჰაუსის“ დიზაინერს მივმართეთ.

საიდან დავიწყოთ?

დიზაინ-პროექტის შემუშავება ყოველთვის იწყება პასუხით კითხვაზე: რამდენ ადამიანს მოუწევს მოცემულ ფართში ცხოვრება? მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, იცხოვრებენ თუ არა ბინაში ბავშვები და მოხუცები. ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორ იქნება განლაგებული ოთახები და როგორ ფუნქციურ დატვირთვას ატარებს. ოჯახისთვის უმჯობესი იქნება 50 კვ. მეტრზე ორი ოთახის დიზაინის პროექტი, ხოლო ერთი ადამიანისთვის, სტუდიოს ტიპის ბინის იდეა სავსებით მისაღებია.

რას რა შევუთავსოთ?

პატარა ბინის სივრცის განაწილებისას, საუკეთესო ვარიანტია, უბრალოდ დაყოთ ნაწილებად და ყოველ ნაწილს თავისი ფუნქციური დატვირთვა მიანიჭოთ. ერთ ღია სივრცეში შესაძლაბელია წარმატებით შეუთავსო ერთმანეთს რამდენიმე ზონა.

ყველაზე ხშირად, სამზარეულოს და მისაღებ ოთახს აერთიანებენ. ასევე, 50 კვ.მ-მდე ბინის დიზაინში, შესაძლებელია კაბინეტის და საძინებელი ოთახის გაერთიანებაც. სამუშაო ზონა არ საჭიროებს ბევრ ადგილს, მაგრამ ოთახის ფართის დეფიციტის პირობებში, რეკომენდებულია ისეთი ავეჯის გამოყენება, რომელსაც აქვს ტრანსფორმაციის ფუნქცია. მაგალითად, ასაკეცი საწოლი.

ასევე, ადგილს დაგიზოგავთ კომპაქტური მაგიდა თაროებით, რომელიც არ დაიკავებს დიდ ადგილს და ვიზუალურადაც საკმაოდ ლამაზია.

ნახეთ, მაგიდის სხვა ფერის ვარიანტიც.

ძალიან საინტერესო დიზაინი იქნება, ერთ სივრცეში საძინებლის და გარდერობის ოთახის გაერთიანებაც. გარდერობის სივრცე კარადა-კუპეს ვარიანტში იქნება. ტანსაცმლის შესანახი ზონა შეგიძლიათ ლამაზად გადატიხროთ.

დიზაინი და ფერები

პატარა ბინაში უმჯობესია გამოიყენოთ რაც შეიძლება ღია და ნათელი ფერები. ეს ვიზუალურად გაზრდის სივრცეს. შეარჩიეთ ღია, პასტელის ფერის შპალერი. მოერიდეთ გადატვირთულ პრინტს. აჯობებს ერთი ფერის, ან სადა ორნამენტის მქონე ვარიანტი, რომელიც დიზაინს გაახალისებს.

კედლის ნაწილი კი შეგიძლიათ დეკორატიული პანელით გააფორმოთ. კედლის თვითწებადი პანელის მრავალფეროვან არჩევანს "მიჰაუსზე“ ნახავთ.

შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ხის, ასევე აგურის ეფექტის დიზაინი. დეკორის ეს ელემენტი ძალიან ბიუჯეტურია. მისი ფასი 5 ლარიდან იწყება.

სამზარეულოში ადგილის დაზოგვის მიზნით, მაგიდის ნაცვლად ბარის გაკეთების იდეა ძალიან ჭკვიანურია. ბარიც შეგიძლიათ დეკორატიული თვითწებადი აგურის კედლის ეფექტით გაალამაზოთ.

დიზაინში უმჯობესია გამოიყენოთ ნატურალური მასალები:

აქსესუარებში:

  • მკაფიო ფერის ტექსტილი
  • ბალიშები, პლედები
  • პატარა ხალიჩები

ასეთი ნივთები შექმნის სიმყუდრობის და კომფორტის განწყობას.

განათება

პატარა ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული. არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ნახევრად ბნელი და ჭრელი განათება. გამოიყენეთ დიზაინში სარკეები, რომ მათ აირეკლონ სინათლე. დაბალი ჭერის შემთხვევაში, არ ღირს ძველებური სტილის დიდი ჭაღების გამოყენება. ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის ჭაღი, ან ჭერში ჩამონტაჟებული ნათურები იქნება.

ყველაზე მეტად, პატარა ბინის დიზაინს უხდება ისეთი სტილი, როგორიცაა მინიმალიზმი, მოდერნი, ჰაი-ტეკი. ასევე, საინტერესოა სკანდინავიური და აზიური სტილიც.

1 დღიანი ულიმიტო პაკეტი დაბრუნდა!

რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები