ავტორი:

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით აუდიოწიგნების პირველი პლატფორმა gudabooks.ge ყველა წიგნზე 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. 24-27 ივნისის განმავლობაში სასურველი აუდიოწიგნის ფასდაკლებით შეძენას ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანი შეძლებს, რადგან საიტზე სხვადასხვა ჟანრის ასობით აუდიოწიგნია მოცემული.

Gudabooks.ge -ის მიზანია ადამიანებს წიგნთან ურთიერთობა გაუმარტივოს. იგი მკითხველს საკუთარი აუდიობიბლიოთეკის შექმნის საშუალებას აძლევს, სადაც მისთვის სასურველ აუდიოწიგნებს მოუყრის თავს და მოუსმენს ყველგან: სახლში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში, სეირნობისა თუ მოგზაურობის დროს.

  • მრავალფეროვანი არჩევანი ყველანაირი გემოვნების მკითხველისთვის

Gudabooks.ge -ის საიტზე სხვადასხვა ჟანრის ასობით წიგნია ხელმისაწვდომი, აქ წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ლიტერატურა.

საიტზე ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო წიგნს.

  • აუდიოწიგნები ბავშვებისთვის

აუდიოწიგნები განსაკუთრებით მოსახერხებელია და სასიამოვნოა ზაფხულში, როდესაც ხანგრძლივი მგზავრობა გვიწევს. მოსაწყენი მგზავრობების გახალისებას განსაკუთრებით წარმატებულად ბავშვები შეძლებენ. გარდა ამისა, ვინაიდან, პანდემიის გამო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვები კომპიუტერის საშუალებით ესწრებოდნენ გაკვეთილებს და თვალებზე დიდ ზეწოლას განიცდიდნენ, ზაფხულში დასვენებას ნამდვილად იმსახურებენ.

აუდიოწიგნი მხოლოდ მოსმენას მოითხოვს, ბავშვების განწყობაზე დადებითად მოქმედებს და მათ ფანტაზიის განვითარებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, ყველა წიგნი პროფესიონალი მსახიობის მიერ არის გახმოვანებული. დახვეწილი და მოწესრიგებული ხმა, რიტმი ბავშვისთვის სამაგალითო გახდება და გამართულ მეტყველებას მიეჩვევა. რა თქმა უნდა, 30%-იანი ფასდაკლება საბავშვო აუდიოწიგნებზეც ვრცელდება. ხელმისაწვდომია საბავშვო ლიტერატურის ორი სერია: "მოსწავლის არჩევანი“ და "liberteens“ - თინეიჯერებისთვის.

შეგახსენებთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით 30%-იანი ფასდაკლება "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე გავრცელდება.

(R)

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით

პროექტი "ლურჯი ოკეანე“ ეძებს გამარჯვებულს!