პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მრავალშვილიან ოჯახებს, ან ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის. საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.