ავტორი:

"თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა" - პრემიერი ირანელ ბიზნესმენზე

"თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა" - პრემიერი ირანელ ბიზნესმენზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირანელ ბიზნესმენთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ბანკსა და კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატები ფულის გათეთრებას ედავებოდა.

პარლამენტში, დეპუტატ გია ვოლსკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ძებნილი პირი მას უჩივის, გაუმართლა.

„რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს, ბიზნესი წავართვი და ა.შ. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული ბანკი და კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი», - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2013 წელს ამ საქმეზე აქტიური კოორდინაცია ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან.

„მაშინ მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, 2013 წელს, როდესაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და სხვა პარტნიორებთან ამ საკითხზე გვქონდა აქტიური მუშაობა და უშუალოდ მათი კოორდინაციით მოხდა აღნიშნული ბანკის ლიცენზიის შეჩერება და ა.შ, ვინაიდან ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში და სწორედ მათთან აფილირებული იყო აღნიშნული ბანკი და კომპანია. თუ მეტი დეტალი გაინტერესებთ, შეგვიძლია, თხოვნით მივმართოთ ნდობის ჯგუფს და შესაბამისი უწყებები დეტალურ ინფორმაციას წარმოგიდგენენ და გეტყვიან, თუ რაოდენ საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ მაშინ. ძალიან მარტივია პასუხი, თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

როგორ მიულოცეს იუბილარ პრემიერს დაბადების დღე პარლამენტში

"ფილმი “მიმინო” გამახსენდა: “პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ”, ღარიბაშვილის გამოსვლა დაახლოებით ასე იყო, გვითხრეს, 10 წელში გეშველებათო" - გიორგი ვაშაძე