ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ხერხეულიძეზე - "სულელი გოგო! სასწაული ხალხია"

ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ხერხეულიძეზე - "სულელი გოგო! სასწაული ხალხია"

სულელი გოგო! სასწაული ხალხია - ასეთი ეპითეტით მოიხსენია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

დისკუსია ღარიბაშვილსა და ხერხეულიძეს შორის პრემიერის მხრიდან ოპოზიციის დადანაშაულებას მოჰყვა იმის თაობაზე, თითქოს ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „საქართველო ნატო-ში წევრობისთვის მზად არ არის“, რაც ღარიბაშვილის შეფასებით, პრორუსული განცხადებაა.

„ამაზე მეტად რუსული განცხადება ამ დარბაზში არ მომისმენია, რომ „ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატო-ს წევრი“. ამას ამბობს რუსეთი. მოუსმინეთ ჩვენს პარტნიორებს! სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც აპელირებენ, რომ საქართველო არ არის მზად ნატო-ს წევრი გახდეს, რუსეთზე დაყრდნობით ამბობენ ამას. იგივე ნარატივს იმეორებთ, ეს არის რუსული ნარატივი და გრცხვენოდეთ! რუსული ნარატივი კი არა რუსული პოლიტიკა განახორციელეთ თქვენ. რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. კითხვა მაქვს, რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში? თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ, საქართველომ! სააკაშვილმა დააბრუნა, ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი. აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის? ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? კაცმა, რომელიც 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო მოქალაქეობა. რა რა შუაშია? პროტესტი რომ არ გაგაჩნიათ და არც გაგაჩნდათ, არც გექნებათ არასდროს, არ ხართ თავისუფალი ადამიანი... სულელი გოგო! სასწაული ხალხია, სასწაული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.